საახალწლოდ მედია ყოველთვის ზრუნავს მაყურებლისა და მკითხველის საუკეთესო განწყობაზე. ჩვენც გადავწყვიტეთ ცელქობა და ჩვენს რესპონდენტებს ვეხუმრეთ. მათ შორის გახლდათ გივი სიხარულიძეც. იმედია, ჩვენი მკითხველი ექსპერიმენტის შედეგად კმაყოფილი და გამხიარულებული დარჩება.
– გამარჯობა ბატონო, გივი.
– გამარჯობა. რომელი ხარ?
– თქვენ არ მიცნობთ, ერთ დელიკატურ თემასთან დაკავშირებით გირეკავთ. გავიგე, მაღაზია გაგიხსნიათ პეკინზე.
– რის მაღაზია, რა მაღაზია, ახლოს არ გამივლია მაღაზიასთან ცხოვრებაში.
– სექსშოპი გახსნაო, მითხრეს, იქნებ, სხვაზე გაქვთ გაფორმებული და გამოჩენა არ გსურთ. ეგ მე ნაკლებად მაინტერესებს. უბრალოდ, ნივთის შეძენა მინდა.
– სექსშოპი (იცინის)? შაყირობთ? ჩემო ლამაზო, ერთი სექსი ვიცი მე, შოპი-მოპი არ ვიცი.
– თქვენ შაყირობთ ახლა, ბატონო გივი, მე კიდევ დიდ გაჭირვებაში ვარ, გასაბერი კაცი მინდა შევიძინო.
– გასაბერი კაცი რად გინდა, ჩემო ლამაზო, სულ გაბერილები და ღიპიანები არ დადიან?
– აი, ისევ ხუმრობთ, მე კიდევ მართლა მაინტერესებს გასაბერი კაცის ფასი.
– რომელი ხარ, ჩემო სიცოცხლე, რომელი?
– ეს იყო საახალწლო ხუმრობა, ჟურნალ ”რეიტინგიდან”.
– ააა, აი, თურმე, მე კიდევ რა აღარ ვიფიქრე. გაიხარეთ, გენაცვალე, გილოცავთ ახალ წელს!
წყარო: რეიტინგი