დედა-შვილი, რომელიც მაყურებელმა ემოციური ისტორიით გაიცნო, ტრაგიკულად დაიღუპნენ – “დღის შოუს” საგანგებო განცხადება

ფოთელი ქალბატონი მედეა რურუა, რომელმაც გარდაცვლილი ქმრისგან ინ ვიტრო განაყოფიერებით შვილი გააჩინა, ტრაგიკულად გარდაიცვალა. ამის შესახებ “დღის შოუს” მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. სწორედ აღნიშნულ გადაცემაში მოისმინა მაყურებელმა მედეა რურუას ისტორია.
“სამშაბათს, “დღის შოუს” ეთერში, მაყურებელმა გაიცნო ქალბატონი მედეა რურუა და პატარა ნინო გოგატიშვილი, რომელთა ემოციური ისტორიაც თითოეულმა ჩვენგანმა გულთან ახლოს მიიტანა.
ამ საღამოს შევიტყვეთ, რომ, სამწუხაროდ, მოხდა საშინელი ტრაგედია და ავტოავარიის შედეგად ორივე გარდაიცვალა.
მათთან ერთად, ასევე, დაიღუპა ოჯახის ახლობელი ქალბატონი და ავტომობილის მძღოლი.
“დღის შოუს” ჯგუფი უთანაგრძნობს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და იზიარებს მათ მწუხარებას.
მომხდარი უმძიმესი ტრაგედიის გამო ოთხშაბათს ჩვენი გადაცემა ეთერში არ იქნება!” – ნათქვამია განცხადებაში.

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=L5iQOaz6RhI&feature=youtu.be[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები