ევა რივასის შესახებ რა ხანია, ლაპარაკობენ – მას მერე, რაც ლამაზმანი ანრი ჯოხაძის ცხოვრებაში გამოჩნდა. აქამდე ანრის სახელს არაერთ ქალბატონს უკავშირებდნენ, თუმცა ასე სერიოზულად – არც ერთს. ხოლო მას მერე, რაც ანრიმ ამ გოგონასთან ერთად კლიპიც გადაიღო, მერე კი”პროფილის” ეთერში გამოჩნდა, ხმები მათი ურთიერთობის შესახებ კიდევ უფრო გახშირდა.
ამ გადაცემის შემდეგ მომღერლის თაყვანისმცემელი გოგონები ერთხმად ალაპარაკდნენ, რომ ანრი აშკარად ძალიან მოხიბლული და”სხვანაირია”, ხოლო ქართველი მამაკაცების დიდი ნაწილი ევა რივასის სექსუალურმა ფორმებმა მოხიბლა. საინტერესოა, ვინ არის ეს მშვენიერი ქალბატონი, რომელმაც ქართველი მომღერლის გული თუ არ დაიპყრო, მისი მუზა ნამდვილად გახდა.
ევა რივასი რუსეთშია დაბადებული, როსტოვში, 1987 წლის 13 ივლისს. მისი ნამდვილი სახელია ვალერია რეშეტნიკოვა-ცატურიანი. მამა რუსი ჰყავს, დედა – სომეხი. ევას ფსევდონიმი მისი დიდი ბებიის გვარი ყოფილა, რომელიც ბერძენი იყო. გარკვეული წლები რუსეთში აქვს გატარებული და ამიტომაც ამბობენ ხოლმე, რომ ის ჩვეულებრივ სომეხ შემსრულებელ ქალებზე მეტად თამამი და თავისუფალია.
ეს არაერთხელ დაადასტურა თუ მამაკაცების ჟურნალ”მაქსიმისთვის” გადაღებულ ფოტოსესიებში და თუ სომხურ”ახალ ხმაზე” ჟიურის ამპლუაში – მისი სექსუალური ფეხის ფეხზე გადადება”ძირითადი ინსტინქტიდან” ჟესტს შეადარეს, ხოლო ღილაკზე ფეხით დაჭერა მართალია, კაილი მინოუგსაც სჩვევია, მაგრამ მაინც საინტერესო გამოდგა მაყურებლისთვის.
ევა 27 წლისაა. მისი სიმაღლე გამორჩეული და თვალში მოსახვედრია, მშვენიერ გარეგნობასთან ერთად – მომღერალი 197 სანტიმეტრი სიმაღლისაა.
მუსიკალური კარიერა ბავშვთა ანსამბლებში მონაწილეობით დაიწყო. სიმაღლისა და კარგი გარეგნობის გამო პარალელურად სამოდელო კარიერასაც იწყობდა. რამდენჯერმე აქვს მიღებული მონაწილეობა როსტოვში გამართულ სილამაზის კონკურსებში. როსტოვშივე დაამთავრა სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი. სწავლის პარალელურად სულ მონაწილეობდა სხვადასხვა კონკურსში და იმარჯვებდა კიდეც.
მაგალითად, ერევანში გამართულ”მის კავკასიის” კონკურსზე”ვიცე-მის კავკასიის” ტიტული მიიღო, გახდა”სომხეთის წლის ხმა”, 2007 წელს კი რუსეთში ჩატარებულ”ხუთი ვარსკვლავის” კონკურსზე მესამე ადგილი დაისაკუთრა. სიმღერასთან ერთად, ცეკვითაც სერიოზულად იყო დაკავებული, რაც სცენაზეც გამოადგა.
2010 წელს ევა”ევროვიზიაზე” სომხეთს წარმოადგენდა. იმ წელს ოსლოში ჩატარებულ კონკურსზე ევას სიმღერა ფინალში გავიდა და მე-7 ადგილი დაიკავა.
მომღერალს ასევე წარმატებული გამოსვლა ჰქონდა ანრი ჯოხაძესთან ერთად პროექტში”10+10” – სწორედ აქ გაიცნო წყვილმა ერთმანეთი და მას მერე მათი მეგობრობა და თანამშრომლობა გრძელდება. მათი სხვაგვარი ურთიერთობების შესახებ ხმებიც სწორედ ამ პროექტიდან გავრცელდა მათი სკანდალური კოცნის შემდეგ, რომელიც აშკარად გაცილებით მეტი იყო, ვიდრე მეგობრობა და თანამშრომლობა.
ვნახოთ, მომავალი გვიჩვენებს, გადაიზრდება თუ არა ეს უ
წყარო: რეიტინგი