ჟურნალისტი თეა ადეიშვილი სოციალურ ქსელში ტაქსისტის დაუდევრობაზე წერს. როგორც ის ამბობს, როდესაც მისი შვილი ტაქსით მგზავრობდა, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გაჩერებულ მანქანას დაეჯახა. ”წუხელ კინაღამ დამღუპა ვიღაც დეგენერატმა ტაქსისტმა! ნიტა ეჯდა მარტო, მანქანა მოუსრიალდა და გაჩერებულ მანქანას შეეჯახა! ნიტას გარეგნულად არაფერი არ სჭირს, მაგრამ ძალიან შეშინებული იყო ვერ ლაპარაკობდა, კეფა ტკივა და თავის მოძრაობა არ სიამოვნებს, დაჭიმული აქვს მთელი სხეული და ამის გამო სიარული უჭირს. ექიმთან მივდივართ, გადავამოწმებთ მაინც! მაგრამ დიდი ალბათობით მძღოლი ნასვამი იყო, ან მანქანა იყო გაუმართავი”, – წერს თეა ადეიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.