ხატია სიჭინავა “ფსიქიურად ბოროტად აშლილი საზოგადოებისთვის” სტატუსს აქვეყნებს

ხატია სიჭინავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და “ფსიქიურად ბოროტად აშლილ საზოგადოებას” მიმართავს:

“ფსიქიურად ბოროტად აშლილი საზოგადოებისთვის. მე და ჩემი ქმარი, ჩემი დაქალები, მივდივართ დაავადებულ ბავშვებთან, უპატრონო ბავშვებთან, მოხუცთა თავშესაფარში და მიგვაქვს ახალი ტანსაცმელი, საჭმელი, სასმელი, ნუ, ეს, რასაც აფიშირებას არ ვუკეთებთ!!! და არც არასდროს გაგიგიათ!!! ხოლო ევას დაბადების დღეზე, იმიტომ გავააფიშირე, რომ ტრადიცია მაქვს ასეთი, რომელი შვილის დაბადების დღეც არის, იმის ტანსაცმელს ვჩუქნი!! ხოდა, ახლა წერეთ და იკითხეთ თქვენი გესლიანი წინადადებები და ჯობს სიკეთით მომწვდეთ, რადგან ენით ვერ მწვდებით, ხედავთ.
რაც შეეხება ჟურნალისტებს, გთხოვთ, დაიცავით ხალხი მასობრივი ბოროტებისგან, ნუ წყვიტავთ ბოღმისგან და ნუ ასაჯაროებთ ჩემს გვერდზე, ჩემიანებისთვის დადებულ სტატუსებს. მადლობა ღმერთს და შორს ჩემგან ეს ხალხი”. – წერს ხატია სიჭინავა.

კომენტარები

სხვა სიახლეები