როგორც უკვე გითხარით, „ცეკვავენ ვარსკვლავების“ გამარჯვებული, სტანისლავ ბონდარენკო საქართველოში დაბრუნდა, რისი მიზეზიც რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი სალი ხმალაძეა. სალიმ სულ ახლახან დაიწყო რუსულ მუსიკალურ სამყაროში პირველი ნაბიჯების გადადგმა და უკვე მოახერხა სკანდალური მომღერლის იმიჯის მორგება.
სალი ხმალაძე ახალ მუსიკალურ კლიპზე მუშაობს, რომლის გადაღებებიც ბათუმში მიმდინარეობს. სკანდალური მომღერლის ირგვლივ ატეხილი რუსული აჟიოტაჟი ამჟამად საქართველოში გრძელდება.
შეგახსენებთ, რომ სალიმ პირველ მუსიკალურ კლიპში, რუსეთში სახელგანთქმული მექალთანე, გოშა კუცენკო გადაიღო, რის გამოც გაჩნდა ეჭვი, რომ სალის და მას შორის სხვა ურთიერთობაც იყო (გოშა კუცენკო დაოჯახებულია და ჰყავს მეუღლე და შვილები). ახლა კი, ამ სკანდალმა ბათუმში გადაინაცვლა, სალი ხმალაძე და სტანისლავ ბონდარენკო აუზში ინტიმურ სიტუაციაში დააფიქსირეს.
განაგრძეთ კითხვა:http://www.okmagazine.ge