მსახიობი ია ფარულავა კატებისადმი სიყვარულზე საუბრობს და სოციალურ ქსელში ქუჩისა და ჯიშიანი კატის განსხვავებაზე წერს.
”ბოლო ათი წელია, სულ მყავს კატა. ყველა ჯიშიანი იყო – სპარსი და ბრიტანები, ძირითადად, კაი ძვირები და კაი უხასიათოა ყველა.
მაგრამ მას მერე, რაც ქუჩის უშნო კნუტი ავიყვანე, მივხვდი, თუ რა ყოფილა კატა… საოცარია… ამიტომ გირჩევთ, რომ ქუჩის კნუტი შეიფაროთ, იყოლიოთ სახლში… ადვილი მოსავლელები არიან ფრიად.
მერე მადლობას მეტყვით – აურის გამწმედი, ნეგატივის მშთანთქავი, მოსიყვარულე, თბილი, წნევის მარეგულირებელი და სხვა ამბები მისტიკაში აღარ გადავალ – ძველ რომში ყველას ჰყავდა ერთი ფისო სახლში, ნეტა, რატომ”? – წერს ია ფარულავა.