„დავიღალე, ხელს მიშლით, ჩემი პირადი ავაწყო“ – თიკა ჯამბურიას სკანდალური განცხადება

თიკა ჯამბურია სოციალურ ქსელში მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. თიკას თქმით, მის კოლეგასთან გადაღებული ფოტო ჟურნალისტებმა სხვანაირად აღიქვეს და მასთან არ გადაამოწმეს, თუ რა ურთიერთობა ჰქონდა თიკას აღნიშნულ მამაკაცთან.
„მორიგი მარაზმი! რამდენიმე დღის წინ დავდე ლაზარე ადამიასთან ერთად გადაღებული ფოტო… რომელიც ჟურნალისტებმა აიღეს და ჩემს მორიგ რჩეულად დაასახელეს ისე, რომ ჩემთან ეს ინფორმაცია არავის გადაუმოწმებია… მეგობრებო, ლაზარე გახლავთ მუსიკოსი და ბენდ „ლაბორატორიის“ კლავიშისტი… მე კი ბენდ „ლაბორატორიასთან“ ხშირად ვთანამშრომლობ და, ასე ვთქვათ, ერთად ვატარებთ საღამოებს.
,,ისინი უკრავენ, მე ვმღერი… ასე რომ, ჩვენ უბრალოდ კოლეგები და მეგობრები ვართ… ჟურნალისტებო, შეეეშვით ტყუილების წერას… შემეშვით მე… და თუ რამეს ანიუსებთ, გადაამოწმეთ ინფორმაცია! დავიღალეეე! მიშლით ხელს, ჩემი პირადი ავაწყო! მეასეჯერ გამათხოვეთ! მორჩით მარაზმს“, – წერს თიკა ჯამბურია.

კომენტარები

სხვა სიახლეები