გიორგი სუხიტაშვილი – რატომ გაიგეთ ძალიან მართალი და ნამდვილი პროტესტი უკუღმა

ინგლისი-რუსეთის მატჩის დაწყების წინ, რუსეთის ჰიმნის ფონზე პირველი არხის კომენტატორის სიტყვებს – “თუ გნებავთ, ჩაუწიეთ ტელევიზორებს”, სოციალურ ქსელში ბევრი გამოხმაურება მოჰყვა. თემას გამოეხმაურა მომღერალი გიორგი სუხიტაშვილიც, რომელიც ფეხბურთის გულშემატკივარია:
“რატომ ვერ ვხედავთ იმას, რომ ყოველდღე საზღვარი მოიწევს, რატომ არ გვესმის ე.წ. Advertisement რუსული ჩექმის ხმა? და რატომ გაიგეთ ძალიან მართალი და ნამდვილი პროტესტი უკუღმა, (ზოგიერთებმა) როდესაც ქართველმა (!) (აქ მხოლოდ ეროვნებაზე არაა საუბარი ქართულად და თავისუფლად მოაზროვნე ადამიანზე ვსაუბრობ) გიორგი თვალაბეიშვილმა (გუშინდელი მატჩის კომენტატორი) კომენტატორმა გააკეთა ჩემთვის ”მატჩის ყველაზე მაგარი ”ჰაილაითი”… სწორია, მე არ ჩავუწიე ტელევიზორს, მაგრამ მთელი ამ ჰიმნის დროს ”ქართლური მოკითხვა” გავაყოლე ”ლაიტმოტივად”…
ვისაც გული გეტკინათ გიორგის კომენტარზე და ჩემს ”გულთბილ მოხსენიებაზე”, გამოდით მინდა თვალი შეგავლოთ (მინიმუმ)”, – წერს სუხიტაშვილი.

კომენტარები

სხვა სიახლეები