რა მიმართვას ავრცელებს ჯანო იზორიას ძმა

“ცეკვავენ ვარსკვლავების” მონაწილის, ჯანო იზორიას მხარდამჭერ პოსტს მისი ძმა ნიკა იზორია აქვეყნებს.
“მართლაც, ძალიან ცოტა დარჩა გამარჯვებამდე, სულ ორი ორშაბათი. მეგობრები, არ მოვდუნდეთ, გთხოვთ… დავუფასოთ ამ ადამიანს ნიჭი და შრომა და დავუმტკიცოთ, რომ ამდენი ტყუილად არ უბრძოლია, რომ მცირედი სამართალი მაინც არსებობს ამ ქვეყანაში, რომ არ წავმხდარვართ ბოლომდე, რომ ვხედავთ მის უშრეტ ენერგიას და თავდადებას და არ ვართ ბრმები, რომ გვესმის ხელოვნება, რომელიც უდაოდ მასშია აფეთქებული და კიდევ მრავალი…. 95335 ნუ დავიშურებთ” , – წერს ნიკა იზორია.

კომენტარები

სხვა სიახლეები