“X-ფაქტორის“ მონაწილე ცირა კობიაშვილი: ცხოვრება აუცილებლად გადაგიხდით სამაგიეროს

„ვინმეს თუ ჰგონია, რომ ამ მარაზმზე და მიზანმიმართულ შეურაცხყოფაზე კომენტარს გავაკეთებ, ძალიან ცდება“, – ასე ეხმაურება “X-ფაქტორის“ მონაწილე ცირა კობიაშვილი ნიკა გვ13219552_1189031681137068_98285903_nარამიას აღშფოთებულ მონოლოგს, რომლის ვიდეო გუშინ “X-ფაქტორის“ გვერდზე ინტერნეტში გავრცელდა.
„ფორმა გვაცვია, ჯარისკაცები ვართ, მესაფლავეები ვართ, შეყვარებული მოგვიკვდა თუ დედა გაფრინდა ცაში – ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი არ არის. კარგი მუსიკით თუ გავიმარჯვებთ – გავიმარჯვებთ“, – განაცხადა გვარამიამ.
შეგახსენებთ, რომ სწორედ ცირა კობიაშვილია პროექტის ის მონაწილე, რომელსაც შეყვარებული გარდაეცვალა.
„მტრის ჯინაზე 9-ჯერ მწარედ, მაგრამ მაინც გავიცინებ… ცხოვრებაში იმდენი საშინელება და ცილისწამება გადავიტანე, რომ ამას ვერ გადავიტან? სადამდეც ძალა მეყოფა, იქამდე ვიბრძოლებ და არ დავნებდები. მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც ასე მიდგას გვერდით. აი თქვენ კი ჩემი დამხობის და გამწარების ოცნებაში ღამენათევო ადამიანებო – მე ვერა, მაგრამ ცხოვრება აუცილებლად გადაგიხით სამაგიეროს …“, – წერს ცირა კობიაშვილი.

კომენტარები

სხვა სიახლეები