“კომედი შოუს“ მსახიობი გიორგი გოცირიძე გონს მოვიდა – რას ამბობენ ექიმები

კ. ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ავარიის შედეგად მოხვედრილ მსახიობს მუცლის ღრუს ორგანოებზე ქირურგ შოთა ძაგანიას მიერ 2 ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა. პაციენტს ასევე დაზიანებული ჰქონდა ორივე კიდური და ურთულესი ტრავმატოლოგიური ქირურგიული ჩარევები დასჭირდა, რომელიც ზურა ორაგველიძემ გააკეთა. პაციენტი მოხსნილია აპარატული სუნთქვიდან, არის კომპაქტური და ადეკვატური, მდგომარეობა რჩვება საყურადღებო, იმყოფება კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში და მრავალკომპონენტიანი ღონისძიებების ჩატარება კვლავ ესაჭიროება.
პაციენტზე ინფორმაცია “კვირა+”- ს კლინიკის პრესსამსახურმა მიაწოდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები