9 წლის ბიჭი ტრისტან ჯეკობსონი სპრინგფილდიდან, როგორც სხვა მისი თანატოლები ლიმონათს ყიდდა. თუმცა ფული მას არა ახალი სათამაშოებისთვის და ვიდეოთამაშებისთვის სჭირდებოდა, არამედ იმისთვის, რომ ვინმეს ეშვილა. ლიმონათის გაყიდვისგან შემოსული ყოველი დოლარი იმისთვის უნდა დახარჯულიყო, რომ დონი დევისი, რომელსაც ბიჭი დედად მიიჩნევს, მისი დედა ოფიციალურადაც გამხდარიყო. გავრცელებული ინფორმაციით, ტრისტანის ბიოლოგიურმა დედამ ბიჭი თავშესაფარში 4 წლის წინ დატოვა. მას საკმარისი ფული არ ჰქონდა იმისთვის, რომ ბავშვზე ეზრუნა. ბავშვი დროებით დონი დევისს და მის მეუღლეს ჰყავდა, შემდეგ კი მათ შვილად აყვანის პროცედურის ოფიციალურად დასრულება მოისურვეს. ოჯახმა სავაჭრო დახლის გახსნა გადაწყვიტა იმისთვის, რომ იურისტების მომსახურების გადასახდელად 5 000 დოლარი შეეგროვებინათ. როდესაც ადგილობრივმა თემმა გაიგო ეს ინფორმაცია, მათ 7100 დოლარის მოგროვება მოახერხეს. ოჯახის, თემის და ტრისტანის შვილად აყვანის ფონდის საშუალებით 20 000 დოლარის მოგროვება მოხერხდა და ფულის ჩარიცხვა ახლაც არ წყდება. „არ არსებობს ისეთი სიტყვები, რომლებიც გამოხატავენ იმ მადლიერებას, რასაც ვგრძნობთ. თქვენ ყველამ ეს რეალობად აქციეთ და ახლა ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ბავშვი ჩვენთან სამუდამოდ დარჩეს“, – ამბობს დონი.