ჩინეთში სკუტერის მძღოლი სასწაულებრივად გადარჩა (ვიდეო)

 ჩინეთის აღმოსავლეთ ნაწილში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სკუტერის მძღოლი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. ავარიის მიზეზი სატვირთო ავტომობილი გახდა, რომლის მძღოლს ავტომანქანა სველ გზაზე მოუსრიალდა. სკუტერი ამ დროს გზაჯვარედინზე იდგა. მისმა მძღოლმა ავარიის მომენტში წამის მეასედში გადაწყვეტილება მიიღო და გაიქცა. ამან მას სიცოცხლე შეუნარჩუნა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი მანქანა და სკუტერი დაზიანდა. შემთხვევა სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს.

[youtube]http://www.youtube.com/watch?v=MsPD64pjiI8&feature[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები