მაია კაჭკაჭიშვილი: ცხოვრებაში “ვაზელინი” არასოდეს გამომიყენებია

მაია კაჭკაჭიშვილი „იქს ფაქტორის“ მიღმა ატეხილ სკანდალს ეხმაურება. კომპოზიტორი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც, ჟიურიზე, მათ გადაწყვეტილებაზე და მის შვილზე საუბრობს.

„ვინც მე პირადად მიცნობს, ზუსტად იცის, რომ ცხოვრებაში არასოდეს “ვაზელინი” არ გამომიყენებია, პირიქით, ზედმეტად ხისტი ვარ და ზოგ შემთხვევაში – უტაქტოც, რატომ გავაკეთე ეს წინასიტყვაობა. იმიტომ, რომ ათასობით დადებით კომენტარში მაქსიმუმ 8 უარყოფითი ამოვიკითხე, სადაც წერენ: რა გახდა ასეთი ეს ბავშვი, ჟიური და მთელი ქვეყანა რომ გადაირიაო. ეს იმიტომ ხდება, რომ დედა კაჭკაჭიშვილი ჰყავსო.

კაჭკაჭიშვილ დედას უფრო მეტი ამბიცია აქვს საკუთარ თავზე და ფიქრობს, რომ უფრო მეტისთვის უნდა მიეღწია, რომ არა “პადნოჟკები”, თან ძალიან ბევრი. მაგალითად, პირველი სეზონის ახალი ხმის მუსიკალურ დირექტორად უკვე დანიშნული იყო კაჭკაჭიშვილი და სამსახურში გასვლის დღეს უთხრეს, რომ მის ადგილას სხვა დანიშნეს. მაშინ, რატომ ვერ შეძლო გასაჩივრება, თუ ამხელა გავლენა ჰქონდა? მოკლედ, ხალხნო, ისე არ არის, როგორც თქვენ გგონიათ. ნიკა გვარამიას არ ვიცნობ, მარტო გამარჯობით შემოვიფარგლებით, სოფოს ვიცნობ, მაგრამ ისეთი მეგობრები არასოდეს ვყოფილვართ, რომ რაიმეს თხოვნა შემძლებოდა (ან რა უნდა მეთხოვა). გიორგი გაბუნიასაც 2 -ჯერ მივესალმე და სუბლატთან არანაირი კონტაქტი არ მქონია! ჰოდა, ყველაფერ ამის გათვალისწინებით ვუხდი მადლობას ჟიურის წევრებს, რომ ბავშვისთვის არაფერი დაიშურეს, იმიტომ კი არა, რომ ჩემი შვილია?! იმიტომ რომ ის ბავშვი ჩამოყალიბებული ინდივიდია და არავის შვილობას არ საჭიროებს!
P. S: ნიკა გვარამიას ფანი ვარ, შეიძლება ითქვას“, -წერს კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

სხვა სიახლეები