უცხოურ პრესაში, ბოლო დღეების განმავლობაში, აქტიურად განიხილება საკითხი, რა მიზეზით დარჩა სერბი რეჟისორის, ემირ კუსტურიცას ნამუშევარი კანის ფესტივალის მიღმა. ამბობენ, რომ მისი ახალი ფილმი კანში რეჟისორის მხრიდან პუტინის მიმართ სიმპათიის არსებობის გამო ვერ მოხვდა, თუმცა თავად კუსტურიცამ ეს ჭორები უარყო და მსგავსი მიზეზის გაჟღერება ფაბრიკაციად შეაფასა. „აბსოლუტურად დაბნეული ვარ და არ მესმის, რა ხდება. ამის შესახებ არავისთან მისაუბრია“, – განაცხადა კუსტურიცამ. „გარდიანის“ ინფორმაციით, რეალური მიზეზი ისაა, რომ რეჟისორმა ფილმის დასრულება ვერ მოასწრო. „ჩვენ კიდევ წინ გვაქვს სპეცეფექტებთან მუშაობა, გარდა ამისა, სურათის ქრონომეტრაჟი უნდა შევამციროთ“, – აღნიშნა რეჟისორმა.
შეგახსენებთ, რომ კუსტურიცას რუსეთისთვის არაერთხელ გამოუცხადებია მხარდაჭერა დონბასისა და ყირიმის მიმართ მის მიერ გატარებული პოლიტიკის საკითხებში, – წერს უცხოური მედია.
Next Post
სხვა სიახლეები