NASA-მ გარდაცვლილი პრინცის საპატივცემულოდ იისფერი ნისლის ფოტო გამოაქვეყნა (ფოტო)

გუშინ გარდაცვლილი პრინცის საპატივცემულოდ NASA-მ კუროს ვარსკვლავთა ჯგუფში იისფერი ნისლის ფოტო გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ მომღერლის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაწარმოები Purple Rain („იისფერი წვიმა“ იყო). NASA-ს ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულმა ფოტომ 26 000 მეტი მოწონება და 27 000 გაზიარება დაიმსახურა.
შეგახსენებთ, რომ მომღერალი პრინცი გარდაცვლილი მისი სტუდიის ლიფტში გუშინ, 21 აპრილს აღმოაჩინეს. პოლიცია გამოძიებას ატარებს.
13072034_1171859152854321_955075825_o

კომენტარები

სხვა სიახლეები