“თავიდან არ მჯეროდა, რომ მაგდა ამ საშინელების გამკეთებელი იყო” – რას ამბობს მოკლული ომარ ქაფიაშვილის დედა

ლანა პაპიძის ჩვენებიდან: “ომარისთვის ცნობილი გამხდარა, რომ მაგდასთან სამსახურში ხშირად დადიოდა ოთარ ბერძენიშვილი, რაც ომარს არ მოსწონდა. როგორც მითხრა, ოთარ ბერძე­ნიშვილი ღამე აკითხავდა სამსახურში. ომარი სთხოვდა, რომ წამოსულიყო მაღაზიიდან, რადგან არც ისე უჭირდათ, რომ ბავშვი დაეტოვებინა. თორნიკე უდედობას ძალიან განიცდ­იდა, ღამე ეღვიძებოდა და დედას კითხულობდა”.

მეუღლისა და 5 წლის შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის საქმეზე მთავარმა პროკურატურამ შუალედური შედეგები გაასაჯაროვა. გავრცელებულ მასალას თან ერთვის მოწმეთა ჩვენებები, ნივთმტკიცებულებათა ფოტოები და ექსპერტიზის დასკვნები. ბრალდების თანახმად, მაგდა პაპიძემ თავის არეში მკვრივი ბლაგვი საგნის – უროს ჩარტყმით მოკლა მეუღლე, ომარ ქაფიაშვილი და გაგუდა მცირეწლოვანი შვილი, თორნიკე ქაფიაშვილი, რის შემდეგაც შეეცადა დანაშაულის კვალის წაშლას. დაკავებულს დანაშაული არ უღიარებია.
პროკურატურა მაგდა პაპიძის წინააღმდეგ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მტკიცებულებად ბრალდებულის ჩანაწერს ავრცელებს, რომელიც, ხელწერის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თავად პაპიძის მიერ არის შესრულებული…
“ურო (ნაჭრით გახვეული), პარკები დიდი, გახსნილი, გამზადებული. პროსტინა გამზად. პირსახ. გამზად. წყალი გავსებული ტოლჩა, ჩაინიკი. ტანსაცმელი გაუმზადო ორივეს. გავიმზ. ტანსაცმელი. სიდენიებს გადავაფარო შავი დიდი პარკები”,­ ]- ვკითხულობთ პროკურატურის მიერ გა­ვრცელებულ ფრაგმენტში.
მასალების გამოქვეყნების შემდეგ, მაგდა­ პაპიძის დამ, ლანა პაპიძემ,­ ასეთი კომენტ­არი გააკეთა: “ფოტოები გამოფინეს მხოლოდ ერთი მიზეზის გამო, რომ ჩიხშია შესული გამოძიება და ვეღარ აგნებენ გზას.
ჩემი და ისეთი შტერი გოგო არ არის, დღიური ეწარმოებინა სერიულ მკვლელობაზე და შემდეგ ეს დღიური ტელევიზორზე დაედო. ეს რაღაც სასწაული ზღაპრებია!
კალიგრაფია ჩემი დისას არ ემთხვევა!­ მეორეც, არ იყო გასაკვირი, ახლა რომ გამო­­ფინეს ფოტოები. როცა მტკიცებულება­ ხელში გიჭირავს, აღარ ააშკარავებ. გამოააშკარავეს იმიტომ, რომ ხალხმა ნახოს, აი, თურმე მაგდამ მკვლელობა დაგეგმა! რა დაგეგმა, შვილისა და ქმრის მკვლელობა? და დღიურში ჩაწერა და შემდეგ ტელევიზორზე დადო?! შემდეგ დედამთილმა იპოვა და პროკურატურას გადასცა?!”
მიუხედავად იმისა, რომ ლანა პაპიძის განცხადებით, დღიურში ნაპოვნი ტექსტის კალიგრაფია არ შეესაბამება მისი დის კალიგრაფიას, ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია (სტილი დაცულია):”
“ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ჩამოთვლილი თანადამთხვევები, ხელის საერთო და კერძო ნიშნების მიხედვით ერთობლივად, არსებითია, მყარია, რომელთა ინდივიდუალური ერთობლიობა საკმარისია კატეგორიული დასკვნისთვის იმის შესახებ, რომ გამოსაკვლევი ტექსტობრივი ჩანაწერი შესრულებულია მაგდა პაპიძის მიერ. პროკურატურის გან­ცხადების თანახმად კი, ხსენებული ჩანაწერის ანალიზი ცხადყოფს,­ რომ მაგდა პაპიძეს წინასწარ ჰქონდა განზრახული მეუღლისა და შვილის მკვლელობა, გეგმავდა, თუ როგორ უნდა განეხორციელებინა აღნიშნული და წაეშალა დანაშაულის კვალი”.
მაგდა პაპიძის დედა, ლია შამუგია, პროკურატურას უნდობლობას უცხადებს და სოციალური ქსელის მეშვეობით შუალედური გამოძიების გამოქვეყნების დღესვე ასეთი ინფორმაცია გაავრცელა (სტილი დაცულია):
“მე, ლია შამუგია, მაგდა პაპიძის დედა, გავეცანი მთელ ინფორმაციას, რაც დღეს გავრცელდა, ვგულისხმობ პროკურატურაში ჩემი და ჩემი შვილის, ლანა პაპიძის, ჩვენებებს. კერძოდ: “ჩემი შვილი მაგდა იყო თავნება და რომ შვილს ცუდად ექცეოდა”. მე, დედა მაგდა პაპიძის, ვაცხადებ, რომ ეს ინფორმაცია, რაც დღეს გავრცელდა (ვგულისხმობ ჩვენებებს), არის სიცრუე და არც მე და არც ჩემს შვილს ასეთი ჩვენება არ მიგვიცია და ვუცხადებ უნდობლობას პროკურატურას. ასევე აღვნიშნავ ჩემი შვილის, ლანა პაპიძის მიცემულ ჩვენებას, რაშიც აშკარად დარღვეულია მიცემული რეალური ჩვენებები. რაც შეეხება ჩემი შვილის, მაგდას მიერ ნაწარმოებ ე.წ. დღიურს, მინდა ვუთხრა საზოგადოებას, რომ მიუხედავად კალიგრაფიის ექსპერტიზის დასკვნისა, პროკურატურის მხრიდან აღვნიშნავ, რომ ეს კალიგრაფია არ ეკუთვნის ჩემს შვილს, მაგდა პაპიძეს, არის მიმსგავსებული და არანაირად არ ვენდობი ექსპერტიზის დასკვნებს, ამ მოვლენებით მე ვხედავ მიმდინარე საქმის გაყალბებას და არასწორი მსვლელობა ეძლევა პროცესს! ლია შამუგია”.
სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით დადგენილია, რომ ომარ ქაფიაშვილის სიკვდილის მიზეზია ქალა-ტვინის ღია ბლაგვი ტრავმა თავის ქალის სარქვლისა და ფუძის ძვლების მრავალფრაგმენტოვანი დამსხვრეული მოტეხილობითა და ქალის ღრუში სისხლჩაქცევით. გვამს ზურგზე აღენიშნებოდა თრევის შედეგად განვითარებული ნაჭდევები. რაც შეეხება 5 წლის თორნიკე ქაფიაშვილს, მისი სიკვდილის მიზეზია ასფიქსია, რომელიც გამოწვეულია ცხვირ-პირის შესავლების გადაკეტვით, ანუ გაგუდვით.
“მაგდა პაპიძისთვის ჩატარებული ფსიქიატრიული და ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ დანაშაულის ჩადენის დროს იგი იყო შერაცხადი­ და არ იმყოფებოდა აფექტის მდგომარეობაში”, – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

“როგორც კი მკვლელობის ამბავი შევიტყვე, ლანას ვკითხე, ეს ყველაფერი მაგდამ ხომ არ ჩაიდინა-თქო?”(?!)

მაგდა პაპიძის დის, ლანა პაპიძის პროკურატურისთვის მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ მაგდა პაპიძეს ჰყავდა მეგობარი მამაკაცი და ბოლო დროს უკიდურესად აგრესიულად იყო განწყობილი მეუღლის მიმართ. მაგდა პაპიძის დედა, ლიანა შამუგიაც ჩვენებაში ადასტურებს, რომ მაგდას ბოლო დროს მეუღლესთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა.

ნაწყვეტები ლანა პაპიძის ჩვენებიდან (სტილი დაცულია):
“მაგდა ჩემთან აღარ მალავდა, რომ ოთარ ბერძენიშვილთან თავს უფრო ბედნიერად გრძნობდა, ვიდრე ომარ ქაფიაშვილთან… 2015 წლის 19 დეკემბერს, დილას მაგდა ჩემთან იყო მოსული, რა დროსაც იბანავა და მითხრა, რომ ორი თვეა ომართან ცოლქმრულად არ უცხოვრია…

მაგდა იყო მოკრძალებული ადამიანი, იცმევდა სადად, მაგრამ ზაფხულიდან შეიცვალა ჩაცმის სტილი, გახდა ვულგარული. ომარის დაუკითხავად მთელ ბეჭებზე დაიხატა სვირინგები, რის გამოც ომარი ხელითაც შეეხო. იღებდა ვულგარულ სურათებს და დებდა ფეისბუქზე… მაგდა­ საკუთარ თავს ყველაზე წინ აყენებდა, არც მე მიჯერებდა და არც დედაჩემს…”მაგდა უკვე ვეღარ იტანდა ომარს, აბრალებდა, რომ სვამდა, რაც არ შეესაბამება სიმართლეს… მაგდას ჩემთვის არასდროს უთქვამს, რომ ომარი სცემდა. ომარი ისეთი­ ადამიანი იყო, უმიზეზოდ ხელს არ დაარტყამდა. მათი ერთად ცხოვრების პერიოდში­ ვიცი მხოლოდ ორი ფაქტი, როდესაც ომარი ფიზიკურად შეეხო. ერთი, როცა დაიხატა სვირინგები, და მეორე, როცა, ორი წლის წინ, როგორც მაგდამ მითხრა, ომარის დაუკითხავად გაიკეთა აბორტი…
მაგდამ­ მითხრამ, ომარი ეჭვიანობს, ფეისბუქიდან სურათებს და მეგობრებს მიშლისო. ვკითხე, რა საფუძველი ჰქონდა? როგ­ორც მაგდამ მითხრა, ომარისთვის ცნობილი გამხდარა, რომ მასთან სამსახურში ხშირად იმყოფებოდნენ უბნელი ბიჭები, კერძოდ, ოთარ ბერძენიშვილი, რაც ომარს არ მოსწონდა. როგორც მითხრა, ოთარ ბერძე­ნიშვილი ღამე აკითხავდა სამსახურში. ომარი სთხოვდა, რომ წამოსულიყო მაღაზიიდან, რადგან არც ისე უჭირდათ ეკონომ­იურად, რომ ამის გამო ბავშვი დაეტოვებინა. თორნიკე უდედობას ძალიან განიცდ­იდა, ღამე ეღვიძებოდა და დედას კითხულობდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ მკვლელობამდე ორი დღით ადრე, როდესაც ტელეფონით დედაჩემს ვესაუბრე, მთხოვა, გამეგო “ლუკოილის” მაღაზიის მეპატრონის ნომერი, რათა ეთქვა, რომ მაგდა სამსახურიდან გამოეშვა, რადგან,ფაქტობრივად, მაგდას მუშაობის გამო ოჯახი ენგრეოდა”.

ლიანა შამუგიას ჩვენებიდან

(სტილი დაცულია):
“ჩემთვის ცნობილია, რომ მაგდას და ოთარს ჰქონიათ ინტიმური ურთიერთობა.­ ბოლო პერიოდში მაგდა სულ პრეტენზიებს გამოთქვამდა ომარის მიმართ, ის ომარის ყველა ქცევაზე ღიზიანდებოდა. მაგდა ბოლო ორი თვის განმავლობაში ძალიან დაძ­­აბული და საშინლად ემოციური გახდა­. დღეის მდგომარეობით ვხვდები, რომ მაგდას აგრესია გამოწვეული იყო ოთართან ურთიერთობით…” თან, ომარი მაგდასგან მოითხოვდა სრულფასოვან ცოლქმრულ ურთიერთობას, ხოლო მაგდას ეს არ სურდა…
ლანას დავურეკე ტელეფონზე და შევიტყვე, რომ ომარი და თორნიკე მოკლულები იყვნენ. ძალიან განვიცადე აღნიშნული ფაქტი­ და ლანას ვკითხე, ეს ყველაფერი მაგდამ ხომ არ ჩაიდინა-თქო?” (?!)

“არ მაინტერესებს, პაპიძის ოჯახი რამდენ უაზრობას იტყვის”
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მაგდა პაპიძის ჩანაწერი, ე.წ. სამოქმედო გეგმა, მის ოთახში პირველად დედამთილმა, ლილი მინდიკაურმა იპოვა და გამოძიებასაც მან გადასცა. “კვირის პალიტრა” ქალბატონ ლილის დაუკავშირდა:

ლილი მინდიკაური, ომარ ქაფიაშვილის დედა:  „მაგდას ჩანაწერი, მართლაც, მე ვიპოვე. მას ექსპერტიზაც ჩაუტარდა­ და დადგინდა, რომ მისი ხელწერაა. ეგენი­ (იგულისხმება პაპიძის ოჯახის წევრები) ბევრ ტყუილს ამბობენ და არც მაინტერესებს, რამდენ უაზრობას იტყვიან. მთავარია, ეს დეტალი დამოწმებულია და მისი კალიგ­რაფიაა. სხვა არავინ შევიდოდა მის ოთახში და არავინ დაწერდა და დატოვებდა ჩანაწერს. ფურცელი ბავშვის ზღაპრების წიგნში იყო ჩატოვებული და იქ ვიპოვე.
თავიდან არ მჯეროდა, რომ მაგდა ამ საშინელების გამკეთებელი იყო, თქვენ წარმოიდგინეთ, მართლა არ მჯეროდა, და როცა დააკავეს, მის ჯანმრთელობაზეც კი ვზრუნავდი.
2-3 დღის შემდეგ ჩემთვის ყველაფერი ნათელი გახდა. ამბობენ, რადგან დიაბეტი ჰქონდა, თითქოს იმან გამოიწვია აფექტი და მისი ეს ქმედება, მაგრამ მაგდა მშვენივრად აზროვნებდა და კარგადაც იყო. მისი და ამბობს, აწეული ჰქონდა შაქარიო, არაფერი არ ჰქონდა აწეული, იმ საღამოს მშვენიერ აზრზე იყო, ჩემს ოთახში შემოდიოდა და სისხლიან ტილოებს რეცხავდა სარეცხ მანქანაში. ვერაფერს ვეღარ გეტყვით, ყველაფერი გაირკვევა”.

წყარო: http://www.kvirispalitra.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები