ქართველი გოგონების გულთამპყრობელი სტანისლავ ბონდარენკო თბილისში ჩამოდის

რუსეთში მოღვაწე უკრაინელი მსახიობი სტანისლავ ბონდარენკო საქართველოში 9 მარტს ჩამოვა. მსახიობის ვიზიტი ქველმოქმედებას უკავშირდება.
მისი ჩამოსვლა გულისამაჩუყებელ ისტორიას უკავშირდება. ორმა გოგონამ, ელენე თარგამაძემ და ნათია ქარდავამ სოციალური ქსელიდან შეიტყვეს, რომ 17 წლის მიხეილ სხვიტარიძეს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა და დახმარება ესაჭიროებოდა. გოგონები სტანისლავ ბონდარენკოს დაუკავშირდნენ და დახმარება სთხოვეს. ბონდარენკო ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე დათანხმდა გოგონების წინადადებას.
მიხეილ სხვიტარიძეს ოსტეოპოროზი და კუნძოვანი კვანძები აქვს. მას საქართველოში ჩაუტარდა რვა გადაუდებელი ოპერაცია, თუმცა  უცხოეთში მკურნალობას სჭირდება, რისთვისაც სოლიდური თანხაა საჭირო, ამის საშუალება კი ოჯახს არ აქვს.
10 მარტს, 19:00 საათზე გაიმართება სპექტაკლი “მე ბებია ილიკო და ილარიონი” მოზარდ მაყურებელთა თეატრში, რომელშიც ზურიკელას როლს შეასრულებს სტანისლავ ბონდარენკო.

წყარო: http://www.reitingi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები