ქალმა 60 წლის განმავლობაში ქმარზე არაფერი იცოდა – ღრმა სიბერეში კი მის ცხოვრებაში უცნაური რამ მოხდა

სერბეთის მოქალაქე მარია ზლატიჩი, ჩვეულებრივი 86 წლის პენსიონერია, რომელსაც არც ერთი ნათესავი აღარ დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ მარია ცხოვრებისგან სიურპრიზებს აღარ ელოდებოდა, მას მოულოდნელი რამ შეემთხვა. პირველ რიგში, შორეული წარსულიდან უნდა დავიწყოთ მარიას ისტორიის თხრობა. მან მეზობელი სოფლიდან ბიჭი გაიცნო სახელად მომჩილო, მალე მათ შორის რომანტიული ურთიერთობაც დაიწყო და წყვილი დაქორწინდა.
1956 წელს ახალგაზრდა ცოლ-ქმარს შანსი მიეცათ წასულიყვნენ იუგოსლავიიდან. უკეთესი ცხოვრების ძიებაში ისინი მსოფლიოს მეორე ბოლოს-12734109_1137014459676730_390991653980936294_nავსტრალიის ემიგრანტები გახდნენ. მათ მოუწიათ სხვა კულტურასთან შეჩვევა და თანდათანობით ყველაფერი დალაგდა. ემიგრაციაში ცხოვრების წელიწად ნახევრის გასვლის შემდეგ მარიას რთული გამოცდის ჩაბარება მოუხდა. მან გაიგო. რომ დედამისი ავად გახდა და მოვლა სჭირდებოდა, ამიტომ მარია დაუყოვნებლივ გაემგაზვრა კვლავ იუგოსლავიაში.
მარია ოჯახის ერთადერთი შვილი იყო, მამა კი დიდი ხნის გარდაცვლილი ყავდა, შესაბამისად ოჯახის საქმეები მას დააწვა კისერზე. ის ვერ ახერხებდა დედის მიტოვებას, ამიტომ მასთან ერთად დარჩა მშობლიურ მხარეში, მაშინ როდესაც მეუღლეს ავსტრალიაში საქმეები კარგად მისდიოდა. მომჩილოს არ სურდა ბიზნესის მიტოვება, ამიტომ ავსტრალიაში დარჩენა ამჯობინა. თავიდან ცოლ-ქ12745609_1137014463010063_8303677847624543431_nმარს აქტიური მიმოწერა ჰქონდათ, თუმცა დროთა განმავლობაში ერთმანეთის მიმართ შედარებით გულგრილნი გახდნენ. იმის ფონზე, რომ მათ ათობით ათასი კილომეტრი აშორებდათ, წლების შემდეგ მიმოწერა სრულიად შეწყდა. მარიამ გაიგო რომ მისმა ქმარმა სხვა ქალი იპოვა და უკან აღარ დაბრუნდებოდა. ამიტომ დედის გარდაცვალების შემდეგაც, მარია იუგოსლავიაში დარჩა. 50 წლის განმავლობაში მარიამ ქმარზე არაფერი იცოდა, მის ყურამდე მხოლოდ მეზობლებისგან გაგონილი ჭორები მიდიოდა. ამბობდნენ რომ მომჩილო მილიონერი გახდა. თუმცა მას ამის არ სჯეროდა.
2011 წელს მარიას მეზობლებმა გაიგეს რომ მომჩილო გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა რომ მემკვიდრეობაზე მარია არც განიხილავდა საკუთარ თავს, მეზობლებმა გადაწყვიტეს სამართლიანობა აღედგინათ. ყველა გაოცებული დარჩა იმის გაგებით, რომ გარდაცვლილმა მარიას თითქმის მილიონი ავსტრალიური დოლარი დაუტოვა.
მარია წყნარად შეხვდა ამ ამბავს და განაცხადა რომ მას ეს ფული არ სჭირდებოდა, მისთვის პური, წყალი და ზამთრის სამყოფი შეშაც საკმარისი იყო. მან მემკვიდრეობა მეზობლებზე და ნაცნობებზე გადაანაწილა. ,,ფული ვეღარ გამაბედნიერებს, ისიც კი არ ვიცი რაზე შეიძლება დავხარჯო ის, სამაგიეროდ ნამდვილი ბედნიერება იმის ცოდნაა რომ მომჩილოს ვახსოვდი მთელი ცხოვრება, მე კი მეგონა რომ მან დიდი ხნის წინ დამივიწყა” – თქვა მარიამ.

კომენტარები

სხვა სიახლეები