რატომ უნდა გადაინერგოთ თმა “თალიზში”

რატომ უნდა გადანერგოთ თმა “თალიზში” 

აკაკი წილოსანის სპეციალური რჩევები

ვანო პავლიაშილი

ფანტომასი რეალური პიროვნება რომ ყოფილიყო, საბჭოთა მოქალაქეების გულებში ბოროტ მაფიოზად კი არა, კეთილ ადამიანად დარჩებოდა. რატომ? რატომ და, _ ესთეტიკური მედიცინის ამერიკული აკადემიის პროფესორი, თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო და აზიის ასოციაციების წევრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, 22 სამეცნიერო ნაშრომისა და 6 გამოგონების ავტორი, თმის გადანერგვის კლინიკათალიზისხელმძღვანელი აკაკი წილოსანი, რომელსაც მთელ მსოფლიოში კარგად იცნობენ და ორივე ნახევრასფეროზე ტრენინგებისა თუ ოპერაციების ჩასატარებლად ხშირად იწვევენ _ არც მეტი, არც ნაკლები _ თმას გადაუნერგავდა და ბოროტ ფანტომასს გააკეთილშობილებდა. მოკლედ, თმის გადანერგვის კლინიკა “თალიზის” ხელმძღვანელი 21- საუკუნის ფანტომასების რისხვაა! ხუმრობა იქით იყოს და, აკაკი წილოსანი, მართლაც, სასწაულებს ახდენს. ახლა, ვინმემ ეს შეიძლება, “სარეკლამო სიტყვებად” ჩამითვალოს, მაგრამ წილოსანს ჩემი ქება არ სჭირდებაწილოსანის რეკლამა ფაქტებია. სხვათა შორის, “თალიზი” აღმოსავლეთ ნახევარსფეროში ერთერთი პირველი კლინიკა იყო, რომელმაც ფოლიკულური გაერთიანებების გადანერგვას მიმართა. ფოლიკულური გაერთიანებების გადანერგვა თმის გადანერგვის “ოქროს სტანდარტადაა” აღიარებულიამასთან, წილოსანმა ანესთეზიის განსხვავებული მეთოდიკა შეიმუშავა, რომელმაც თმის გადანერგვის ხანგრძლივი პროცესი და პოსტოპერაციული პერიოდი აბოსლუტურად უმტკივნეულო გახადა

_ რატომ უჩნდებათ ადამიანებს თმის გადანერგვის სურვილი? _ ვეკითხები აკაკი წილოსანს.
_ კარგი კითხვაა… საერთოდ, პაციენტების რამდენიმე კატეგორია არსებობს. თმის ცვენა, როგორც წესი, 18 წლის, ანუ სქესობრივი მომწიფების მერე იწყება. ზოგი გამელოტებას ძალიან მტკივნეულად განიცდის და თმის გადანერგვით ის კი არ სურს, რომ სხვანაირი გახდეს, არამედ, უნდა, რომ ის დაიბრუნოს, რაც ჰქონდა. სიმელოტე ყოველთვის ნაკლად აღიქმებოდა, თუმცა ზოგი ამას ეგუება, ზოგი კი სიმელოტის შენიღბვას, მაგალითად, ყოველ დღე თავის გაპარსვით ცდილობს. საერთოდ, თმა კეფასა და ყურებთან არშიის სახით რჩება. მათაც, ვინც თავს ყოველ დღე იპარსავს, თმა სწორედ კეფასა და ყურებთან აქვთ, მაგრამ ამას არ აღიარებენ და ირწმუნებიან, უბრალოდ, ასეთი სტილი გვაქვსო. არადა, გავიხსენოთ, როგორი შოკისმომგვრელი იყო ჩვენს ბავშვობაში ფანტომასი… არსებობს სიმელოტის შენიღბვის სხვა მეთოდებიც, მაგალითად, მელოტი ადამიანი ქუდს არასოდეს იხდის, ან “ბენდენით” დადის… სხვათა შორის, ერთმა პაციენტმა მითხრა, თმის დაკარგვას, მერჩია, ხელი დამეკარგაო, თუმცა როგორც აღვნიშნე, ისეთი პაციენტებიც არსებობენ, ვინც სიმელოტეს შეგუებულნი არიან, მაგრამ ვინაიდან ხედავენ, რომ თმიანი ადამიანი უფრო მიმზიდველია, ახალგაზრდულად გამოიყურება და კარიერაშიც უფრო წარმატებულია, თმის გადანერგვის გადაწყვეტილებას იღებენ.

_ ისე, არსებობს მოსაზრება, რომ მელოტები უფრო სექსუალურები არიან. ასეა?12746488_10206976618191620_143185908_n
_ ეს თავის დაწყნარებაა და მეტი არაფერი. იმასაც ამბობენ, თმა ჭკვიანებს  სცვივათო. ესე იგი, აინშტაინი, რომელსაც ბლომად თმა ჰქონდა, ნამეტანი სულელი იყო?!

_ იმასაც ამბობენ, თმის ცვენას ხელს ქუდის ტარება უწყობსო
_ არა… თმის ცვენა გენეტიკური კოდია. ზოგი ვაიმეცნიერი ამტკიცებს, რომ თმის ცვენა თითქოს მზის ენერგიას უკავშირდება, მაგრამ განვითარებულ ქვეყნებში თმის ტრანსპლანტოლოგები არც კამათობენ, რომ თმის ცვენა გენეტიკური კოდის რეალიზაციაა.

_ “თმის გენეტიკური კოდის რეალიზაცია” რას ნიშნავს?
_ იმას, რომ თმა უნდა გაგვცვივდეს.

_ თუ ცვენა გენეტიკური კოდია, მაშინ რატომ არ მელოტდება ყველა მამაკაცი, ან რატომაა სიმელოტე, ასე ვთქვათ, იშვიათობა ქალებში?
_ არ გაინტერსებთ, რატომ კარგავენ თმას უფრო ხმელთაშუაზღვის ქვეყნებში მცხოვრები ადამიანები, ვიდრე, ვთქვათ, ნორვეგიელები? ყველა ერის გენეტიკური ფონდი განსხვავებულია. ამიტომ ყველაზე მეტი მელოტი ძველ ხალხებს, ანუ არაბებს, იტალიელებს, ქართველებს ჰყავთ… სხვათა შორის, უცხოელები რომ ჩამოდიან, ამბობენ ხოლმე, რა კარგია საქართველოში, ყველა მეორე მელოტია და წარმატებული ბიზნესი გექნებათო.

_ წარმატებული ბიზნესი სიმელოტესთან რა კავშირშია?
_ მაგალითად, ესპანეთში ბევრი კომპანია თანამშრომელს აიძულებს, რომ თმა შეიღებოს… მოკლედ, თმიანი მამაკაცი მელოტზე ახალგაზრდულად გამოიყურება… ისე, თმის გადანერგვამ ის სახე, როგორიც დღეს აქვს, მე-20 საუკუნის 90-იან წლებში მიიღო.

_ უცხოეთში თმის გადანერგვა, ალბათ, ძვირი სიამოვნებაა, არა?
_ დიახ, თან “თალიზისგან” განსხვავებით, იქ ფართომასშტაბიანი ოპერაციები არ კეთდება იმიტომ, რომ კეფასა და ყურებთან თმის იმდენი მარაგი უნდა იყოს, რომ მთელი თავი დაიფაროს. თუ სათანადო მარაგი არაა, ასეთ შემთხვევაში ოპერაციას არ აკეთებენ. ასეთ ოპერაციებს მხოლოდ “თალიზში” ვაკეთებთ.

_ გადანერგილი თმა მუდმივია?
_ დიახ, გადანერგილი თმა მუდმივია! მთავარია, გადანერგვა ისე გაკეთდეს, რომ ოპერაცია არ გართულდეს.

_ ესე იგი, თმის გადანერგვა ჩვეულებრივი ოპერაციაა?
_ რა თქმა უნდა, გადანერგვის პროცედურა 2-დან 4 საათამდე გრძელდება.

_ ანუ, ახლა მე რომ საოპერაციოში შევიდე, ოთხი საათის მერე ისეთი “ქოჩორით” გამოვალ, როგორიც, ვთქვათ, 20 წლის ასაკში მქონდა?
_ არა. ოთხი საათის მერე საოპერაციოდან თმის ჩანერგილი ძირებით გამოხვალთ.

_ და ამ ძირებიდან თმა როდის ამოვა?
_ თმა ამოსვლას სამი თვის მერე დაიწყებს…

_ თმის ძირების გადანერგვა მტკივნეულია?
_ არა, გადანერგვის პროცედურა აბსოლუტურად უმტკივნეულოა…

_ აკაკი, ამბობთ, თმის ცვენა გენეტიკური კოდიაო. თუ ასეა, მაშინ გადანერგილი თმა რატომ აღარ ცვივა?
_ იმიტომ, რომ კეფაზე არსებული თმის ძირები გენეტიკურად ჯანმრთელია. დააკვირდით, მელოტების უმეტესობას თმა მხოლოდ კეფაზე აქვთ. საერთოდ, თმის გადანერგვა ერთი ადგილიდან თმის ძირების მეორე ადგილას გადატანას გულისხმობს.

_ ისე, ამბობენ, რომ თმა გარკვეულ გენეტიკურ ინფორმაციას ატარებსეს უფრო მისტიკოსების თემაა, მაგრამ ინფორმაციას გადანერგილი თმაც ატარებს?
_ თმა, მართლაც, ახდენს გავლენას ადამიანის ხასიათზე. ყოველ შემთხვევაში, რინოპლასტიკის გარდა, ისეთი ცვლილება, როგორსაც თმის გადანერგვა ახდენს, არც ერთი სხვა პლასტიკური ოპერაციის შემდეგ არ მინახავს, ანუ ოპერაციამდე პაციენტი დათრგუნული, დამძიმებულია, თმის გადანერგვის შემდეგ კი, გამომეტყველებაც ეცვლება _ საკუთარი თავი მოსწონს და ბედნიერია.

_ ხალხში გავრცელებული მოსაზრებით, თმის ცვენას ესა თუ ის შამპუნი იწვევსიმასაც ამბობენ, რომ თმის ცვენას თითქოს შროშანის, ჭინჭრისა თუ სხვა ბალახბულახის ნაყენი აჩერებს
_ არც ერთია სიმართლე და არც _ მეორე. დღეს მედიცინაში თმის ცვენის, ასე ვთქვათ, შესანელებლად ორი პრეპარატია ცნობილი. სხვა ყველაფერი კი, ანუ შამპუნები, ვიტამინები, გვირილა თუ შროშანი, ერთმნიშვნელოვნად, შარლატანობაა!

_ სულ რამდენი ხარისხის სიმელოტე არსებობს?
_ შვიდი.

_ “თალიზს” პაციენტები უმეტესად რომელი ქვეყნიდან აკითხავენ?
_ ყველა ქვეყნიდან მოდიან, თუმცა უფრი სამხრეთკორეელები სჭარბობენ.

_ რატომ?
_ ალბათ, იმიტომ, რომ ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ბატონი სონგი სამხრეთ კორეაში ცხოვრობს… ჩვენი პაციენტების 70 პროცენტი საქართველოს მოქალაქეა.

_ თმის გადანერგვა რა ჯდება?
_ 800-დან 5 ათას ლარამდე, გააჩნია, რომელი ხარისხის სიმელოტეა… ოპერაციის წინ პაციენტს ხელშეკრულებას ვუდებთ, რომ გადანერგილი თმა ნამდვილად ამოვა და არასოდეს გასცვივდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, კლინიკა აანაზღაურებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს. ამიტომ პაციენტი არ ნერვიულობს, რომ დაკარგავს ოპერაციაში გადახდილ თანხას.

_ “თალიზის” საინფორმაციო ბუკლეტში წავიკითხე, რომ თმის გადანერგვის უნიკალური მეთოდი შეიმუშავეთასეთი რა მეთოდია, ანუ რატომ უნდა მოვიდეს პაციენტი მაინცდამაინც თქვენთან და არა სხვა კლინიკაში?
_ ეს, იცით, როგორი კითხვაა?

_ როგორი?
_ რატომ უნდა ჩაჯდეს ადამიანი “მერსედერსში” და არა _ “ჟიგულში”, ან “მოსკვიჩში”?!

_ ონკოლოგიური პაციენტებისთვის შეიძლება თმის გადანერგვა?
_ რა თქმა უნდა…

_ გადანერგვა თმის .. ბუდობრივი ცვენის დროსაც შესაძლებელია?
_ არა, ამას დერმატოლოგები მკურნალობენ… სხვათა შორის, ოპერაციის დროს ბევრი პაციენტი ისვენებს, პროცედურა აბსოლუტურად უმტკივნეულოა, კომფორტული გარემოა. ოპერაციის შემდეგ პაციენტს თავის დაბანაც შეუძლია… მაგალითად, ერთმა ქართველმა ჩინოსანმა დღისით თმა გადაინერგა, საღამოს კი დიდ სუფრაზე ითამადა…

ერთი სიტყვით, სიმელოტე განკურნებადია. ამასთან, თმის ცვენა “სოციალური მოვლენა” არაა, ანუ თმა მხოლოდ ღარიბებს კი არა, მდიდრებსაც სცვივათ და ამას, სხვა თუ არაფერი, ისიც მოწმობს, რომ სიმელოტე იულიუსს კეისარსა თუ ნაპოლეონსაც სტანჯავდა. ამიტომ, თუ თმის გადანერგვას გადაწყვეტთ, აღარ გადადოთ და გეზი დღესვე ტაშკენტის ქუჩა #27-კენ აიღეთ, სადაც აკაკი წილოსანი და “თალიზის” გუნდი სიცოცხლის ხალისს დაგიბრუნებთ!

R

კომენტარები

სხვა სიახლეები