მომავალმა მშობლებმა, ექოსკოპიისას, მუცლად მყოფი შვილის გვერდით ბავშვისკენ მომზირალი „დემონი“ შენიშნეს

ექოსკოპიის დროს გადაღებულმა ორსული ქალის ნაყოფის ფოტომ მომავალ მშობლები – ივონა და ჯონ სპენსარ რეინოლდსები შოკში ჩააგდო, – ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედიასაშუალება The Mirror-ი ავრცელებს.
ულტრაბგერითი აპარატის მიერ გადაღებულ ფოტოზე მუცლად მყოფი ნაყოფის გვერდით მათ გაურკვეველი არსების გამოსახულება შენიშნეს, რომელსაც ყურადღება ბავშვისკენ ჰქონდა მიპყრობილი. მას შემდეგ, რაც ექოსკოპიის ფოტო ინტერნეტში მოხვდა, ინტერნეტმომხმარებლებმა ვარაუდები გამოთქვეს, ნაწილი ფიქრობდა, რომ ამოუცნობი ქმნილება დემონს ჰგავდა, ნაწილმა კი მიიჩნია, რომ ბავშვს მისი სახით ქალღმერთი დასჩერებოდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები