ია ფარულავამ „უცენზურო“ სატელევიზიო პროექტი შექმნა

მსახიობმა და ტელეწამყვანმა ია ფარულავამ სატელევიზიო პროექტი შექმნა, რომლის განხორციელებაც ქართულ ტელესივრცეში სურს, თუმცა, როგორც თავად სოციალური ქსელის გვერდზე აღნიშნავს, ამ დროისთვის ერთი არხი პროექტის უცენზურობის გამო მასზე მუშაობისგან თავს იკავებს, მეორე არხი კი მის ბიუჯეტს ვერ გასწვდა.

„ბევრს აინტერესებს, რატომ არ ვაკეთებ რაიმე მაგარ გადაცემას, რატომ ვზარმაცობ, რატომ ვარ მხოლოდ ჟიურის და რეიტინგული სტუმრის აპლუაში მუდამ და ა.შ. ჩემი პასუხია: დავწერე უმაგარესი პროექტი. 100% რეიტინგული იქნება, მაგრამ ერთი ტელევიზია მეუბნება, მე ამას ვერ გავქაჩავ, არ მეყოფა ამის რესურსიო, მეორეს ეშინია და ამბობს, ჩემი ფორმატი არააო (უცენზუროაო) და რა ვქნა ახლა მე“,- წერს ია ფარულავა ფეისბუქის პირად გვერდზე.

Untitled

კომენტარები

სხვა სიახლეები