ფოტოგრაფმა გოგა ჩანადირმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე იმ წყვილის ფოტო გამოაქვეყნა, რომელმაც გადაცემა “პროფილის” წლის ბოლო გადაცემის ექსპერიმენტში მიიღო მონაწილეობა.
როგორც გოგა წერს, 78 წლის რიმა (რიფსიმე) ოკომციანმა და 91 წლის შოთა ბიძინაშვილმა 2011 წლის 22 ნოემბერს თბილისის მოხუცთა თავშესაფარში იქორწინეს. მისივე თქმით, წყვილი ახლაც თავშესაფარში ცხოვრობს.
“სიამოვნებით გაგაცნობთ 78 წლის რიმა (რიფსიმე) ოკომციანსა და 91 წლის შოთა ბიძინაშვილს. ისინი 2011 წლის 22 ნოემბერს თბილისის მოხუცთა თავშესაფარში დაქორწინდნენ და იქვე ცხოვრობენ. წყვილი “რუსთავი 2-ის” გადაცემა “პროფილის” წლის ბოლო ჩაწერაზე გადავიღე. ქალბატონ რიმას ვკითხე, ხომ არ აბრაზებთ ერთმანეთს -მეთქი და არა, შვილო, ნამდვილი შეყვარებულები ვართ. სიყვარულის გარდა, იმქვეყნად რა უნდა წავიღოთო. ბედნიერები იყავით. სიყვარული გვალამაზებს”, – წერს გოგა ჩანადირი.
სხვა სიახლეები