სტუდენტი, რომელმაც ამერიკული უნივერსიტეტის St. John’s College-ის ისტორიაში ყველაზე მაღალი გრანტი მიიღო

ტბელ აბუსერიძე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი და “National Geographic საქართველოს” ბლოგერია.
გარდა თავგადასვლებისა და ახალი აღმოჩენებისა, ასტრონომიით, ასტროფოტოგრაფიითა და ასტროფიზიკითაა დაინტერესებული.
ტბელის ცხოვრებაში ძალიან მალე ახალი, საინტერესო და თავგადასავლებით სავსე ეტაპი დაიწყება.12404276_442978495897541_879550595_n
როგორც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე წერია, ტბელმა მერილენდის ქ. ანაპოლისში მდებარე St. John’s College-ში თავისუფალი მეცნიერებების ფაკულტეტის ბაკალავრიატზე თითქმის უფასოდ სწავლის დაფინანსება მოიპოვა – უნივერსიტეტი მას ოთხივე წლის საფასურს დაუფინანსებს, რაც წელიწადში 58 650 დოლარის გადახდას გულისხმობს.
ამავე ინფორმაციით, ტბელი სხვადასხვა ქვეყნის 100-ზე მეტ აპლიკანტს შორის ჩარიცხულ 10 სტუდენტს შორის მოხვდა.
„როდესაც მივხვდი, რომ სამართალი ჩემი საქმე არ არის და პირადი თავისუფლება უფრო მაღლა დავაყენე, ვიდრე პროფესია, დავიწყე ფიქრი, სად შემეძლო ყველაზე უკეთ ჩემი ინტერესების შესაფერისი განათლების მიღება.
St. John’s College-ში იმას ასწავლიან, რაც ყველაზე მეტად მაინტერესებს. ვნახე ცხრილი, საგნები, თუ რა იყო საჭირო იმისთვის, რომ იქ მოვხვედრილიყავი.
გადმოვწერე მიღებისთვის საჭირო ყველა აპლიკაცია. დავწერე თემები, წიგნის რეცენზია, გავაგზავნე extracurricular work, აღვუწერე ყველა ჩემი აქტივობა და ინტერესი, პრობლემებით დაწყებული, რადგან ეს გრანტთან პირდაპირ კავშირშია, დამთავრებული წარმატებებით, რომელიც ასევე ჩარიცხვას უკავშირდებოდა. 12404309_442978505897540_1618078006_n არავინ მყავდა ისეთი, ვინც ელემენტარულად, აპლიკაციების შევსებაში დამეხმარებოდა, ამიტომ ინდივიდუალურად გავართვი თავი უამრავ რამეს.
დაწყებული CSS პროფილის შევსებიდან, ყველაფრის დეტალურად შევსება მომიწია, ოჯახის შემოსავალი, გასავალი, რამდენნი ვცხოვრობთ, ისიც კი, რამდენი გვიჯდება სახლის დასუფთავება და ყოველდღიური კვება. საბოლოოდ, მომივიდა დადებითი პასუხი. მითხრეს, რომ ეს უნივერსიტეტი ჩემთვის იყო შექმნილი და მიმღებ კომისიაზე კარგი შთაბეჭდილება მოვახდინე.
მინდა, აქვე ხაზი გავუსვა, რომ მე გაცვლითი პროგრამით არ მივდივარ, დაფინასება ინდივიდუალურად მოვიპოვე”.

მისივე თქმით, St. John’s College-ის ორი კატეგორიის გრანტიდან: ფედერალურისა და საჭიროებაზე დაფუძნებული დაფინასებიდან, მან პირველ კატეგორიაში 23 000 დოლარის ოდენობის გრანტი მოიპოვა.
როგორც ტბელი აცხადებს, ეს თანხა ყველაზე სოლიდურია, რაც კი ოდესმე სტუდენტზე გაცემულა.

“St. John’s College-ში მოქმედებს ორი ტიპის გრანტი: ფედერალური და საჭიროებაზე დაფუძნებული დაფინასება. პირველში მოვიპოვე 23 000 დოლარის ოდენობის გრანტი. როგორც მ12399478_442978502564207_1587672788_nითხრეს, ეს იყო ყველაზე სოლიდური თანხა, რაც კი სტუდენტზე ოდესმე გაცემულა. მეორე საგრანტო პროგრამაშიც იმდენი ავიღე, რომ საბოლოოდ, ყოველწლიური გადასახადიდან 60 000 დოლარიდან – დოლარის 58 650 გრანტი ავიღე. საბოლოოდ, წელიწადში მხოლოდ 1 350 დოლარი მექნება გადასახდელი.
უნივერსიტეტში მოსახვედრად, აკადემიურ მონაცემებზე მეტად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ჩემი სხვა აქტივობები, მაგალითად ის, რომ ასტროფოტოგრაფიით ვარ გატაცებული. ძალიან მიყვარს ასტროფიზიკა და ასტრონომია. ამერიკული საგანმანათლებლო მოდელისთვის არსებითად მნიშვნელოვანია სწორედ ის, თუ რას აკეთებ სწავლის გარდა. ამიტომ მომიწია ყველა იმ სერტიფიკატის გაგზავნა, რომელიც სხვადასხვა კონფერენციაზე მიმიღია.
გავაგზავნე, ასევე, ღრმა ციური სხეულებისთვის გადაღებული ჩემი ფოტოები, გავაგზავნე ჩემი ინგლისურენოვანი ლექსებიც, რომელმაც მოწონება დაიმსახურა. მივუთუთე, ასევე, რომ „National Geographic საქართველოს“ ბლოგერი ვარ.
უნივერსიტეტის პრინციპი ზუსტად ეს არის – ნიშნებს იმდენად არ ექცევა ყურადღება, რამდენადაც სტუდენტის აზროვნებას, ინტელექტუალურ ბაზას, ინტერესებსა და აქტივობებს. მე TOEFL-იც კი არ ჩამიბარებია, ინტერვიუს საფუძველზე მიმიღეს. უნივერსიტეტს მისაღები გამოცდა არ აქვს, ჩარიცხვის მთელი ფილოსოფია ისაა, თუ როგორ აზროვნებ”.

სამი რამ, რაც მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია, არის: აღმოჩენა, მოგზაურობა და კითხვა.

“IBSU-მ მიმახვედრა, თუ რა მინდა და რომ ჩემი არჩეული პროფესიით მომავალში ვერ ვიმუშავებდი, სხვა ინტერესები მქონდა. აქ მაღალ დონეზე ისწავლება სამართალი, მაგრამ მესამე კურსზევე მივხვდი, რომ კაბინეტური სამსახური არ მინდა, რომ ძიება, აღმოჩენა, დაკვირვება, წერა და მოგზაურობაა სინამდვილეში ის, რაც მაინტერესებს. ამიტომ დრო აღარ დავკარგე და არ დაველოდე უნივერსიტეტის დამთავრებას. უნივერსიტეტს ვუმადლი, ასევე, კარგ ინგლისურს, რომელიც ჩაბარებისას გამომადგა.
ამერიკული სასწავლო სისტემისთვის არსებითად მნიშვნელოვანია რეკომენდაციები, IBSU-დან ეკა ბაკარაძემ, რომელიც ერთ-ერთი გამორჩეული ლექტორია, შესანიშნავი რეკომენდაცია დამიწერა. რეკომენდაცია გამიწია სკოლის მასწავლებელმაც. მათ შორის გადამწყვეტი იყო National Geograpic-ის მთავარი რედაქტორის, ლევან ბუთხუზის რეკომენდაცია”.

12421334_442978489230875_1616310422_nრაც შეეხება ტბელის მოლოდინებს:

“მომავალი 6 წლის განმავლობაში ამერიკის გარშემო ძალიან ბევრს ვიმოგზაურებ. დაწყებული გრანდ კანიონებიდან და ალიასკით, ვეცდები, უამრავი რამ ვნახო.
მე დაბადებული ვარ იმისთვის, რომ ვიმოგზაურო, რაღაც ახალი ვისწავლო და აღმოჩენები გავაკეთო. სამყარო იმდენად უსასრულოა და ცხოვრება იმდენად ხანმოკლე, ოფისში ჯდომისთვის არ მემეტება.
მინდა ვთქვა, რომ არ არის მნიშვნელოვანი, სად სწავლობ, რომელ კურსზე ხარ. თუ აღმოაჩენ, რომ რასაც აკეთებ, შენი საქმე არ არის, სიტყვები: ’’ბარემ დავამთავრებ” დაუშვებელია.
თუ მიაგნებ იმას, რისი კეთებაც ყველაზე მეტად გინდა, ბარიერი აღარ უნდა შეიქმნა. მაგალითად, მე დარჩენილი მაქვს ერთი წელი იმისთვის, რომ უნივერსიტეტი დავამთავრო და დიპლომი ავიღო. თუმცა ხელახლა ვიწყებ ყველაფერს იმისთვის, რომ ვაკეთო ის, რაც სინამდვილეში მინდა და ჩემია. IBSU-ში გატარებულმა სამმა წელმა უამრავი უნარი შემძინა, სამართლებრივი თუ სოციალური”.

ტბელისთვის მთავარი ღირებულება თავისუფლება და სწორად ჩამოყალიბებული პრიორიტეტებია. სწორედ ეს აძლევს მას საშულებას, მიიღოს ახალი გამოწვევები ცხოვრებისგან.

“მე არ ვიტყოდი, რომ გამორჩეულად განათლებული და ნაკითხი ადამიანი ვარ, ყველაზე მთავარი, ჩემი აზრით, არის ფიქრი. ჩემი პირადი დამოკიდებულებით, თავისუფლება ადამიანისთვის უნდა იყოს ფუნდამენტალური ამოცანა. სწორი ჩამოყალიბებული პრინციპები, ღირებულებები და მათი დაცვა სოციუმთან დაპირისპირების პირობებშიც კი.
ეს ღირებულებები სწორედ საკუთარ თავთან ფიქრის შედეგად ყალიბდება. ხშირად ხვდები, რომ რაღაცები უნდა გადააფასო, ამის არ უნდა შეგეშინდეს. თემიდან გამოსვლა ადვილი არ არის, ხშირად იდეოლოგიურ თანხვედრაში ვეღარ ხარ უმრავლესობასთან. თუმცა, სწორი კითხვების დასმის შემთხვევაში, საბოლოო ჯამში, აუცილებლად გააკეთებ იმას რაც გინდა, როგორც ჩემს შემთხვევაში მოხდა”, – აცხადებს ტბელ აბუსერიძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები