ყოფილი მოჭიდავე რამაზ ნოზაძე ფეისბუქის პირად გვერდზე ტერორისტების შესახებ პოსტს აქვეყნებს:
“შეიძლება ვიღაცას ჰგონია, რომ ტერორისტების ეშინია ვინმეს! სულ ცალ ფეხზე მკიდია თითოეული გაბრაზებული ტერორისტი. მოკვლის მეტი არაფერი არ შეუძლიათ, მაგრამ იმას ვერ ხვდებიან – იქ, სადაც უშვებენ თავიანთ მსხვერპლებს, იქ მივლენ თვითონაც. ამ ხორციელ ცხოვრებაში შეგიძლიათ გაგვაუბედუროთ, მაგრამ თქვენი მეშვეობით თითეული მოკლული ადამიანი სამოთეში მიდის – იქ, სადაც თქვენთვის გზა დაკეტილია!”.