შიშველი ქალი 170 მილიონად გაიყიდა – სიკვდილის შემდეგ აღიარებული მხატვარი

ამადეო მოდილიანის ნახატი “მწოლიარე შიშველი ქალი”, ნიუ-იორკის “კრისტის” აუქციონზე, რეკორდულ ფასად –  170 მილიონ დოლარად გაიყიდა. 1917-18 წლებში შექმნილი ნამუშევარი,  მხატვრის ყველაზე ძვირადღირებული შედევრი აღმოჩნდა. “მწოლიარე შიშველი ქალის” მფლობელი ჩინეთის მოქალაქე გახდა, რომლის ვინაობაც არ სახელდება.

მოდილიანის ნახატი აუქციონის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ნახატების სამეულში მოხვდა. პირველი ადგილი პაბლო პიკასოს “ალჟირელ ქალებს” უკავია, რომელიც 179 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა. სააგენტო “ესოშიეითედ პრესის” ინფორმაციით,  მოდილიანის გაყიდული ნახატების ღირებულება,  როგორც წესი,  71 მილიონ დოლარს არ აღემატებოდა.

მოდილიანი ისტორიაში დარჩა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული, სიცოცხლეში არაღიარებული გენიოსი.  ხშირად მოდილიანი დროს უთმობდა რენესანსის მიმდინარეობის წარმომდადგენლებს და იმ დროისთვის პოპულარულ აფრიკულ ხელოვნებას. მის შემოქმედებაში აღსანიშნავია ისეთი თანამედროვე მიმდინარეობები, როგორიცაა კუბიზმი და ფოვიზმი.  მოდილიანის ცხოვრების პერიოდში მისი შემოქმედება არ გახდა პოპულარული, მისმა ნამუშევრებმა მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ მოიპოვა წარმატება.

კომენტარები

სხვა სიახლეები