გავლენიანმა ბრიტანულმა გამოცემა THE DAILY TELEGRAPH-მა თბილისი ევროპის ყველაზე საუცხოო და მიმზიდველ 21 ქალაქს შორის დაასახელა. საქართველოს დედაქალაქი პირველ ათეულში შევიდა და სიაში მე-8 ადგილი დაიკავა.
რეიტინგის პირველ ადგილზე იტალიის ქალაქი ბერგამო გავიდა. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ტურისტებს აქ იტალიური ტბები და ლამბარდია ხიბლავთ, რომელიც მნახველებს გულგრილს ნამდვილად ვერ ტოვებს. მეორე ადგილს ესპანეთის ქალაქი ვიტორია-გასტეისი იკავებს, სადაც ქვეყნის სულისკვეთების სრული შეგრძნებაა შესაძლებელი. პირველ სამეულშია პორტუგალიის პროვინცია ალგარვეს ქალაქი ტავირაც.
სტატიაში აღწერილია თბილისის ისტორიულ-არქიტექტურულ-კულტურული ღირებულებებიც. ავტორი ამბობს, რომ ქალაქი ღირსშესანიშნავია თავისი უძველესი უბნებით, სადაც ტურისტებს და დამსვენებლებს ლამაზი, ტრადიციული აივნიანი სახლები ხიბლავთ. ქალაქი ძველი და ახალი ცივილიზაციების ერთგვარ სინთეზს წარმოადგენს. უძველესი ისტორიული შენობა-ნაგებობების გვერდით აქ ნახავთ თანამედროვე სასტუმროებსა და სავაჭრო ცენტრებს. გამოცემა აღნიშნავს, რომ თბილისში აშკარად მკაფიოდ იგრძნობა ევროპული ელემენტები.
„მომღერალი ქეთი მელუა თბილისის კიდევ ერთი გულშემატკივარია. ბოლო-ბოლო ეს ქალაქი მისი ბავშვობაა. „ეს მდიდარი ისტორიაა – ძველი ქალაქი, თავისი გრაგნილი ბილიკებით განსაკუთრებით საინტერესოა“,- ამბობს წარმოშობით ქართველი მომღერალი. აქ ბევრი ტურისტია ჩასული, რაც უცხოელთათვის უფრო მიმზიდველს და სანახავად საინტერესოს ხდის ქალაქს“,- წერს თბილისის შესახებ ბრიტანული გამოცემა.
წარმოგიდგენთ ევროპის ყველაზე საუცხოო და მიმზიდველ 10 ქალაქს, რომლებიც გამოცემა „დეილი ტელეგრაფმა“ დაასახელა:
1. ბერგამო – იტალია
2. ვიტორია-გასტეისი – ესპანეთი
4. ოსიეკი – ხორვატია
5. სკოპიე- მაკედონია
6. უმეო – შვედეთი
7. ტრევიზო – იტალია
8. თბილისი – საქართველო
9. ნანტი – საფრანგეთი
10. ბრეგენცი – ავსტრია
11. სიონი – შვეიცარია
12. სეგოვია- ესპანეთი
13. გუიმარაესი – პორტუგალია
14. ლუბეცკი – გერმანია
15. ვროცლავი – პოლონეთი
16. პლოვდივი – ბულგარეთი
17. ტრიესტი – იტალია
18. არშუსი – დანია
19. ბრაგა – პორტუგალია
20. ეგერი – უნგრეთი
21. მარიბორი – სლოვენია