მარილი ქერტლის მოსაშორებლად და თმის გასაჯანსაღებლად – უნიკალური ხალხური რეცეპტი

მარილი – ერთ-ერთ ყველაზე ეფექტური საშუალებაა ქერტლის მოსაშორებლად, თმის აღსადგენად და ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად. გთავაზობთ 3 მარტივ და სასარგებლო რეცეპტს.

პირველი რეცეპტი

მარილის მშრალი სკრაბი თავიდან გარქოვანებული კანის ნაწილაკებს მოგაშორებთ, რის შედეგადაც თმის ძირები ჟანგბადით აივსება, გაუმჯობესდება თმის ზრდა და შეჩერდება თმის ცვენა. პროცედურის ჩატარებამდე თმის ძირები წყლით დაინამეთ და დაახლოებით ორი სუფრის კოვზი მარილი წრიული მოძრაობებით 15 წუთის განმავლობაში შეიზილეთ კანში.

პროცედურის დასრულების შემდეგ თავზე ჯერ პოლიეთილენის პარკი და მერე პირსახოცი შემოიხვიეთ ან ქუდი დაიხურეთ. 40 წუთის შემდეგ კი თავიდან მარილი თბილ წყალში გაზავებული ლიმონის წვენით ჩამოიბანეთ ან თავი შამპუნით დაიბანეთ. თუ მარილის სკრაბმა ალერგიული ან გაღიზიანებული რეაქცია გამოიწვია, მომდევნო ჯერზე მარილი მაწვნით ან კეფირით გააზავეთ.

მეორე რეცეპტი

ეს რეცეპტი სასარგებლოა მათთვის, ვისაც თმის ზრდის დაჩქარება სურს. ღრმა ჯამში ერთმანეთში შეურიეთ: 1 კვერცხის გული, 1 სადილის კოვზი ლიმონის წვენი, 1 სადილის კოვზი აბუსალათინის ზეთი, 1 სადილის კოვზი თაფლი, 1 სადილის კოვზი უფერული ინა და 1 სადილის კოვზი მარილი. ინგრედიენტები ერთმანეთში კარგად გახსენით.

ერთგვაროვანი მასა უნდა მიიღოთ. წაისვით ნამიანძირებიან თმაზე, სასურველია, ახალდაბანილ თმაზე. ჯერ პოლიეთილენის პარკი და მერე პირსახოცი შემოიხვიეთ ან ქუდი დაიხურეთ. გაიჩერეთ მთელი ღამე ან ნიღაბი დილით ადრე გაიკეთეთ და გვიან საღამოს ჩამოიბანეთ. ერთ თვეში ჯანსაღი თმა დაიწყებს ზრდას. ნიღაბი ორ კვირაში ერთხელ გაიკეთეთ.

მესამე რეცეპტი

სკრაბი, რომელიც ქერტლის გაჩენას შეაჩერებს: ორი სადილის კოვზი მარილი მდუღარე წყალში გახსენით, რომ პასტისმაგვარი მასა მიიღოთ. მიღებული მასა თავზე წრიული მოძრაობებით წაისვით. გაიჩერეთ 5 წუთი და თბილი წყლითა და შამპუნით ჩამოიბანეთ. თავის დაბანის შემდეგ თმაზე გვირილის გრილი ნაყენი გადაივლეთ.

 

წყარო: www.marao.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები