ვანგამ აფხაზეთისა და ოსეთის დაბრუნება იწინასწარმეტყველა – რას ყვება ფსიქოთერაპევტი

ფსიქოთერაპევტი გია სულაქველიძე 1989 წელს ნათელმხილველ ვანგასთან შეხვდრას და საქართველოზე მის წინასწარმეტყველებას იხსენებს.

სალუქვაძის განცხადებით, 1989 წელს მას წინასწარმეტყველმა ვანგამ უთხრა, რომ ის იცხოვრებდა ისევ იმ ტერიტორიაზე, სადაც ახლა ცხოვრობს. გია სულაქველიძის განმარტებით, ვანგას ეს ნათქვამი ნიშნავდა, რომ საქართველოს აფხაზეთსა და ოსეთს დაიბრუნებს.

„მე ვმუშაობდი სეზონურად ბულგარეთში. ჩემი საქმე ძალიან წარმატებით გამომდიოდა და მითხრეს, რა გამიხარდებოდა. ვუთხარი, ვაგნგასთან თუ შემახვედრებთ-მეთქი. ეს იყო 1989 წელს. ვანგამ თქვა, რომ მე დავინახე ეგ ქართველი ექიმი და მე მას მივიღებ. კარებთან რომ მივედით, მისი და დაგვხვდა და გვითხრა, რომ ვანგა ძალიან ცუდად არის, ნაღვლის ბუშტის შეტევა აქვს და ვეღარ მიგიღებთო. ქალაქიდან მისი ექიმი უნდა გამოვიძახოთო. ჩემმა თარჯიმანმა უთხრა, რომ გია ექიმია, შედი, უთხარი და იქნებ, გიას დახმარება საჭირო იყოს და გამოგადგესო. შევიდა და გამოვიდა განცვიფრებული – ვანგამ თქვა, შემოვიდესო. შევედი ადამიანთან, რომელიც ჩემთვის იყო ერთ-ერთი უდიდესი ექსპერტი. მე მივედი, რადგან მაინტერესებდა, ვაკეთებ თუ არა იმ საქმეს, რასაც უნდა ვაკეთებდე. როდესაც მივედი, ფეხები მომეკვეთა და ჩავიმუხლე. მოვკიდე მაჯებზე ხელი და აქედან ვიგრძენი ჩვენი ურთიერთობა, შეხება, კონტაქტი. მერე ვნახე, სად რა ჯანმრთელობის პრობლემები იყო, მოვუწესრიგე ნელ-ნელა და სუნთქვა აღუდგა. წამოვედი და საღამოს დარეკეს, რომ დილას გიბარებსო. ჩავედით. ცალკე შეხვედრა გვქონდა თარჯიმანთან ერთდ. მითხრა, რომ თქვენ იცხოვრებთ ისევ იმ ტერიტორიაზე, რომელზეც ცხოვრობთო. მე ვერ გავიგე შინაარსი, რადგან მაშინ 1989 წელი იყო“, – ამბობს სალუქვაძე გადაცემაში „18+“. მისი აზრით, ვანგამ მის ნათქვამში იგულისხმა, რომ აფხაზეთი და ოსეთი საქართველოს შემადგენლობაში იქნება.

კომენტარები

სხვა სიახლეები