2 დეკემბრიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამინდი გაუარესდება, – ამის შესახებ „კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა.
მისივე განცხადებით, არამდგრადი ამინიდები მთელი კვირის განმავლობაში გასტანს. ნალექის სახით მთაში მოსალოდნელია თოვლი, ხოლო დაბლობსა და ბარში წვიმა.
„საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 2 დეკემბრიდან ნალექის სახით მთაში თოვლია მოსალოდნელი, ხოლო ბარში წვიმა. ცალკეულ რეგიონებში შესაძლოა იყოს თოვლჭყაპი. ჰაერის ტემერატურა დაიკლებს, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა ბარსა და დაბლობში 3-8, მთიან რაიონებში კი -1-დან +4-მდე გრადუსი იქნება. არამდგრადი ამინდები მთელი კვირის განმავლობაში შენარჩუნდება. ცალკეულ დღეებში მოსალოდნელია ნალექის იტენსივობის შემცირება“, – განაცხადა გვაზავამ.
სხვა სიახლეები