“35 წლის კაცი 15 წლის ბავშს რას ეღირღიტებოდა?! – ახია მაგაზე!.. ერთი გამხდარი და გაცქნაფული გოგოა, გასაკვირიც არის, ამხელა კაცს როგორ მოერია”
“ეს იმის ბრალიც არის, რომ პატრული მხოლოდ ცენტრალურ ქუჩაზე დასეირნობს და იმას არ ფიქრობს, ბნელ შუკებშიც შეიხედოს!”
“თქვენ რომ ყოფილიყავით, გამოიხედავდით?! რა იცი, ამ დროს რა ხდება, თუ გაიხედე, ეგებ შენც გაგიყარონ დანა და წადი და უყარე მერე კაკალი!”
– რატომ უნდა გითხრათ?! მაგ გოგომ რაც გააკეთა ძალიანაც კარგი გააკეთა! მაგისთანა კაცებს უფრო უარესიც ეკუთვნის, შვილისტოლა გოგოს “გასაჟიმად” რომ გამოიყვანენ გარეთ. არ უნდოდა ზრდასრულ კაცს 15 წლის ბავშვთან?
– დიახ, იყო. მე როგორც ვიცით, სკოლიდანაც მაგიტომ გამოიყვანეს, ვინც წაიყვანა, ის არაფრად არ ვარგოდა და იმასთან არ გააჩერეს. სკოლაში სიარულსაც მაგიტომ დაანებებინეს თავი, – ოჯახი არ არის იმდენად ძლიერი, რომ გოგოსთვის მეთვალყურეობა გაეწიათ, რაიონიდან არიან ჩამოსულები და ნაქირავებ ბინაში ცხოვრობენ.
– როგორც ვიცი, გოგოს ისეთი სტრესი ჰქონდა გათხოვება-დაშორებისაგან, რომ აჩემებული ჰქონდა და დანას ატარებდა. ეტყობა, მერე, როცა კაცი “ეჭიდავებოდა” დანა ამოიღო და ურტყა. ის კაცი ძნელად წარმოიდგენდა, რომ ამ პატარა გოგოს დანა ექნებოდა! ეს პატარა გოგო ის გაამწარა, როგორც ჩანს, რომ დანა რამდენჯერმე დაარტყა, დანაგაყრილმა კაცმა ასი მეტრის იქით გავლა ვეღარ შეძლო და შუკაში ჩამოიარა თუ არა, პირდაპირ ცენტრალური ქუჩის პირზე დაეცა. ეტყობა, იფიქრა, მთავარ ქუჩაზე მანქანას გავაჩერებ და საავადმყოფოში წავალო, აბა, სასწრაფო ბნელ შუკაში როდის იპოვიდა! ის უბედური ტაქსის შოფერმა დაინახა წაქცეული, ტაქსი გააჩერა და მივიდა, მაგრამ უკვე გვიან იყო…
წყარო: www.kvirispalitra.ge