ბავშვობაში ირინა შეიკი მისი სიმაღლისა და სიგამხდრის გამო ხშირად დაცინვის ობიექტიც ყოფილა. „ მე მაღალი ვიყავი. შავი კანით და დიდი ტუჩებით, ბიჭები ამის გამო იცინოდნენ ჩემზე და „ჯოხს“ მეძახდნენ. სკოლაში ქვედაბოლო მეცვა და ქუსლებით დავდიოდი. ამ დროს დამინახავდნენ ისინი და ყვიროდნენ: „შეხედეთ ჯოხი ქუსლებზე“… ეს სევდას მგვრიდა.
რამდენიმე დღის უკან ირინა შეიკმა თავისი ბავშვობის ფოო „ინსტაგრამში“ გამოაქვეყნა წარწერით „ დღის საუკეთესო დასაწყისი-ღიმილია“. სწორედ ამავე პერიოდში ირინა შეიკის ყოფილმა ბოიფრენდმა კრიშტიანუ რონალდომაც გამოაქვეყნა „ინსტაგრამში“ თავისი ბავშვობის ფოტო. შეგახსენებთ რომ წყვილი ამ წლის დასაწყისში ერთმანეთს დაშორდნენ. რის შემდეგაც უკვე გაზაფხულზე ირინა შეიკი ბრედლი კუპერს ხვდებოდა.