“GDS”- ი ახალ მუსიკალურ პროექტს იწყებს (ვიდეო)

მუსიკალური კონკურსი დამწყები მომღერლებისთვის ,,გახდი ვარსკვლავი”, თურქული ფორმატის – Keep Your Light Shining-ის ქართული ანალოგია, რომელსაც „”GDS” – ის “ მაყურებელი 16 ოქტომბრიდან, ყოველ პარასკევს, 22:00 საათზე იხილავს.

10 კვირის განმავლობაში მაყურებელს შანსი ეძლევა, გაიცნოს ნიჭიერი, ერთმანეთისგან განსხვავებული დამწყები მომღერლები, მოუსმინოს მათ და ხმის მიცემითა და ჟიურის წევრების დახმარებით გამოავლინოს თითოეული გამარჯვებული. საბოლოოდ, გამარჯვებულები ერთმანეთს მე-11 კვირას, სუპერფინალში შეხვდებიან და “ვარსკვლავის” ტიტულის მოსაპოვებლად იბრძოლებენ!

,,გახდი ვარსკვლავი” – სხვა კონკურსებისგან ერთი, ძალიან მარტივი წესით განსხვავდება: თითოეულ მონაწილეს ყოველი საკონკურსო სიმღერის შესრულებისას მხოლოდ 30 წამი აქვს იმისთვის, რომ მაყურებლის სიმპათია მოიპოვოს, ხმების საკმარისი რაოდენობა დააგროვოს და შემდეგ ტურში გადავიდეს.

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=EECvn1CcHNE&index=3&list=PLDK68D04MKpoZ31IFk_Y2mbgHXoZUHEFS[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები