პრეზიდენტის ქალიშვილი, ანა მარგველაშვილი სოციალურ ქსელში გუშინდელი გავრცელებული ინფორმაციის შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს და მეგობარს ემუქრება: “ის რომ გავიგო, რომელმა ჩემმა მეგობარმა მიაწოდა ექსკლუზიური ინფორმაცია, ძალიან ცუდად დაგვიმთავრდება მეგობრობა ))))” შეგახსენებთ, რომ გუშინ ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ანა მარგველაშვილი გიგი ჩიჩუაზე გათხოვდა.