“როცა აქებდნენ, წითლდებოდა, ვერ იტანდა ქებას” – გურამ ოდიშარია ოთარ ჭილაძეზე

მწერალი, საქართველოს კულტურის ყოფილი მინისტრი გურამ ოდიშარია მწერალ ოთარ ჭილაძის შესახებ პოსტს აქვეყნებს.
გურამ ოდიშარია ოთარ ჭილაძის თავმდაბლობასა და გენიალურობაზე საუბრობს.

“გენიალური ოთარ ჭილაძე, უთავმდაბლესი. როცა აქებდნენ, წითლდებოდა, ვერ იტანდა ქებას. ჩვენთვის ჯერაც ამოუცნობი. თავისი წიგნებითა და ოთარჭილაძეობით ბევრი გვასწავლა. ჩემი თაობა ( და არა მარტო ჩემი) ვალშია მის წინაშე. ერთხელ, მწერალთა ყრილობაზე, როდესაც ახალგაზრდა მწერლები მაღლა, “ქანდარაზე” ვისხედით, მოვიდა და ჩვენ გვერდით დაჯდა. მისთვის კი საპატიო ადგილი იყო გამოყოფილი დაბლა, დარბაზში…”, – წერს გურამ ოდიშარია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

სხვა სიახლეები