შეუკვეთე შენთვის საყვარელი კერძი ყველაზე კომფორტულად foodpanda.ge-ზე!

სწრაფი კვების ბაზარზე საკვების ონლაინ შეკვეთა ვებ გვერდზე – www.foodpanda.ge – სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. ის მოსწონს ყველას – ნებისმიერი პროფესიისა თუ ასაკის ადამიანს, ნებისმიერ გარემოსა თუ გარემოცვაში. „ფუდპანდა“ მომხმარებელს მარტივ, უსაფრთხო და უზარმაზარ არჩევანს სთავაზობს. გამოიძახეთ გემრიელი კერძები კომპანიის პარტნიორი 150 მეტი რესტორნიდან.

სმარტფონებიდან საკვების შეკვეთა კიდევ უფრო კომფორტულია, ვიდრე კომპიუტერების დახმარებით. ფუდპანდას აპლიკაცია გთავაზობთ ყველა იმ ფუნქციას, რაც კომპანიის ვებგვერდზეა; მომხმარებლებს შეუძლიათ აირჩიონ საყვარელი კერძები, ნახონ მათი ფოტოები და რეიტინგები და გაეცნონ სხვადასხვა რესტორნის სპეციალურ შემოთავაზებებს. მეტიც, აპლიკაციას აქვს შესაძლებლობა კონკრეტულ საკვებში ისეთივე ცვლილებები შეგატანინოთ, რასაც იზავდით შესაბამის რესტორანშიც.

„დღესდღეობით „ფუდპანდას“ პარტნიორთა რიცხვში 62 ცნობილი რესტორანია და მათი რაოდენობა, შემდეგ თვეებში აუცილებლად გაიზრდება. ამჟამად ჩვენს აპლიკაციას დღეში საშუალოდ 170 ადამიანი იწერს და ჩვენი შეკვეთების 50 პროცენტზე მეტი უკვე სწორედ ამ არხით შემოდის. შეგვიძლია ამაყად ვთქვათ , რომ საქართველოში მობილური აპლიკაციით ბიზნესის კეთებაში ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია ფუდპანდას უჭირავს“, – განმარტავს „ფუდპანდას“ დირექტორი გიგა ქერქაძე.

(R)

კომენტარები

სხვა სიახლეები