სპეცსამსახურების 6 მეთოდი ადამიანის მოსახიბლად

ფსიქოლოგიის პროფესორი ჯეკ შაფერი დიდი ხნის განმავლობაში FBI-ის აგენტად მუშაობდა და სხვა აგენტებს დარწმუნებისა და ადამიანზე ზემოქმედების ტექნიკას ასწავლიდა. მისი თქმით, არსებობს ოქროს წესი, რომლითაც ნებისმიერ ადამიანს თქვენდამი დადებითად განაწყობთ. ის ასე ჟღერს: „აიძულეთ თქვენს მოსაუბრეს მოეწონოს საკუთარი თავი“.
1. დაუშვით შეცდომა, რომ ის თქვენმა მოსაუბრემ გაასწოროს. ჯეკ შაფერი ასეთ ილეთს სტუდენტებისთვის ლექციის კურსის წაკითხვის დროს მიმართავს. ეს ილეთი აჩვენებს, რომ თქვენ იდეალური არ ხართ და ადამიანებს უფლებას აძლევთ, რომ შეცდომა გაგისწორონ. ეს ადამიანები თქვენდამი დადებითად განეწყობიან.
2. ისაუბრეთ ადამიანებთან მათ შესახებ. იმისთვის, რომ ადამიანებს მოეწონოთ, მათ შესახებ უნდა ისაუბროთ. თუ ადამაინების მიმართ ინტერესს გამოიჩენთ, ორ თვეში იმაზე მეტ მეგობარს შეიძენთ, ვიდრე ერთ წელიწადში, როცა თავის მოწონებას შეეცდებით. დაინტერესდით ადამინების ბიოგრაფიით, მათი ბავშვებით, მათი აზრით სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით.
3. გააკეთეთ კომპლიმენტი მესამე პირისგან. ხშირ შემთხვევაში პირდაპირი კომპლიმენტები თავზე მოხვეულად გამოიყურება. ამიტომ სჯობს კომპლიმენტი მესამე პირისგან გააკეთოთ. მაგალითად ასე: „იცი მე რა გავიგე, უფროსს შენი ნამუშევარი ძალიან მოეწონა“.
4. გაიზიარეთ სხვისი პრობლემები. ნებისმიერ ადამიანს სიამოვნებს, როდესაც მას უსმენენ, მის პრობლემებს და ემოციებს იზიარებენ. როდესაც ადამიანი ამბობს „რა მძიმე დღე მქონდა“! არ არის საჭირო იმის თქმა – „უი შე საწყალო!“, განსაკუთრებით თუ ეს თქვენი უფროსია. სჯობს ასეთი ფრაზით შემოვიფარგლოთ – „დიახ, თქვენ მართლაც რთული დღე გქონდათ! ვის არ მოსდის!“
5. სთხოვეთ ადამიანს შეღავათი გაგიწიოთ. ბენჯამენ ფრანკლინმა თქვა ასეთი რამ -„ვინც ცხოვრებაში თქვენ ერთხელ მაინც დაგეხმარათ, მეტი სიამოვნებით დაგეხმარებათ კიდევ, ვიდრე ის, ვისაც თქვენ დაეხმარეთ. ამას „ფრანკლინის ფენომენი“ ჰქვია. ადამიანი, რომელიც სხვას შეღავათს უკეთებს, საკუთარ თვალებში იზრდება.
6. გააკეთეთ ისე, რომ ადამიანმა საკუთარი თავი თვითონ შეაქოს. კომპლიმენტს და პირფერობას შორის ძალიან მცირე ზღვარია, ამიტომ სჯობს, რომ მოსაუბრემ საკუთარი თავი თვითონ შეაქოს. ამის მიღწევა – „უმაღლესი პილოტაჟია“. გააკეთეთ ეს და ადამიანებს აუცილებლად მოეწონებით.
ყველა ამ რჩევით, ბუნებრივია, ჩვენ თვალთმაქცობისკენ არ მოგიწოდებთ. ჩვენ უბრალოდ გვსურს გირჩიოთ, როგორ ასიამოვნოთ სხვას და იცხოვროთ მათთან კონფლიქტების გარეშე.

კომენტარები

სხვა სიახლეები