სამყაროს მართვის 108 კანონი

ვედების თანახმად, საკრალური რიცხვი 108 მიუთითებს სამყაროს მოწყობაზე.
ფაქტები:
• ღვთაება ვიშნუს აბრევიატურად შეესაბამებას რიცხვი 108 : 1 – ღმერთი, ანუ კოსმიური გონი; 0- დასრულებული ციკლი; 8- უსასრულო მარადისობა.
• სანსკრიტულში არის 54 ასობგერა. ყოველ მათგანს აქვს ქალური და მამაკაცური საწყისი: 54*2-108.
• 108 ენერგეტიკული არხის გადაკვეთით ადამიანის სხეულში იქმნება ცენტრალური, მეოთხე გულის ჩაკრა.
• ისლამში 108- ჯერ მიმართავენ ღმერთს.
• ბუდიზმში ლოცვისა და მედიტაციის დროს გამოყენებულ კრიალოსანს აქვს 108 ბურთულა.
• ასევე არის თანხვედრა მზისა და დედამიწის ბრუნვებს შორის რეზონანსულ რიცხვთან.
ასევე არის შესაბამისობა მზის სიტემასთან: 9*12=108, სადაც 12 არის ზოდიაქოს ნიშნების რაოდენობა, ხოლო 9 – პლანეტების რაოდენობა, რომლებიც მზის ირგვლივ ბრუნავენ ზოდიაქოს თანავარსკვლავედების გავლით, ასევე არის მოსაზრება, რომ 9-ში იგულისხმება 7 ძირითადი პლანეტა და მთვარის 2 ციკლი.
ქვემოთ მოცემულია სამყაროს წარმართვის 108 კანონი:
1. შენ არ იცი, რა არის სიკეთე და რა არის ბოროტება.
2. მაგრამ ზუსტად იცოდე: სიკეთის სხვებისთვის თავზე მოხვევა – არის ბოროტება.
3. შენ არ იცი, რა სჭირდება სამყაროს.
4. თუ შენ მართალი ხარ, მაშინ შენ არ ხარ მართალი.
5. არ არსებობს ის, რასაც მართალს, ან არამართალს უწოდებენ. შენთვის შეუცნობელია, რა რა არის.
6. არ არსებობს ცუდი, არის მარტო ის, რაც შენში იწვევს გაბრაზებას.
7. არ არსებობს კარგი, არის მარტო ის, რაც შენ გახარებს.
8. სამყარო ძალიან დიდია იმისთვის, რომ შენ შეძლო ზიანი მიაყენო მას.
9. შესაძლებელია, შენი შეცდომები სწორედ ის არის, რაც სამყაროს სჭირდება შენგან.
10. შენი შეცდომები არ დაღუპავს სამყაროს.
11. არ ეძებო ჭეშმარიტება შენს გარესამყაროში, ის მანდ არ არის.
12. სიცოცხლის აზრი ეძებე ამ სამყაროს მიღმა.
13. როგორ საზღვრავ მიზანს, რომელსაც შენ ასრულებს? და გეკუთვნის ის შენ?..მიზანი, რომელსაც შენ ასრულებ, აქ, შენ არ გეკუთვნის.
14. არ ინერვიულო საკუთარი თავის გამო. სინამდვილეში სამყაროსთვის შენ იმდენად მნიშვნელოვანი ხარ, რომ უაზროდ არ დაიკარგები.
15. არ ეძებო საკუთარი დანაშაული. არაფერში ის არ არის.
16. არ შეეცადო მიმართულება მისცე სხვას, რადგან შენ არ იცი, რომელია სწორი მიმართულება. სინადვილეში, რაც მისთვის აუცილებელია, თავად აიღებს.
17. ის, რასაც შენ აკეთებ, თუ შენთვის არის ძნელი, დაფიქრდი, რეალურად გჭირდება კი ეს?!
18. გააკეთე მხოლოდ ის, რაც კარგად და ადვილად გამოგდის, მაგრამ გააკეთე მთელი ძალისხმევით.
19. თუ რამეს შემთხვევით აკეთებ, შენ ამას შეგნებულად აკეთებ.
20. შეინარჩუნე ის, რაც მოგწონს და თავიდან მოიცილე ის, რაც არ მოგწონს.
21. თუ შენ შეგიძლია გამოასწორო საკუთარი შეცდომები ე.ი. შენ ჯერ კიდევ არ შემცდარხარ.
22. ყველაფერი რაც ხდება, ხდება თავის დროზე.
23. შენ, სწორი გადაწყვეტილებების ხანგრძლივი ძიება, შეცდომებზე ძვირი დაგიჯდება.
24. მოვლენები ხდება შენგან დამოუკიდებლად. შენზე მხოლოდ ის არის დამოკიდებული, მიიღებ თუ არ მიიღებ მათ.
25. თუ ეჭვი გეპარება გზის მიმართულებაში, წაიყოლე თანამგზავრი, თუ დარწმუნებული ხარ, წადი მარტო.
26. იყო ძლიერი, ნიშნავს, შეეგუო აზრს, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ხარ მარტო.
27. ძლიერი ადამიანი ყველაზე ძლიერი მარტოა.
28. ძლიერი იღებს თავის მარტოობას, სუსტი კი გაურბის მას.
29. იყავი მშვიდი და ყურადღებიანი და შენ არ გაუშვებ ძალის მომენტს.
30. საკუთარი თავის შემფასებელი იყავი თავად. თუ სხვებისგან გაიგებ შენი თავის შესახებ, ეს ნიშნავს, რომ შენ აძლევ მათ ძალაუფლებას საკუათარ თავზე.
31. თუ შენ დალოცავ და გააცნობიერებ ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობებს, შენ მიიღებ დიდ და ახალ შესაძლებლობებს.
32. გაეცი – ადვილად; დაკარგე – ადვილად; დაემშვიდობე -ადვილად;
33. არ იდარდო, რომ ცხოვრებაში ცოტა სიხარულია, ამით შენ კიდევ ერთ სადარდებელს დაიმატებ.
34. შეიყვარე მტერი შენი – რათა გაიმარჯვო.
35. თუ მტერი მოულოდენლად დაგადგათ თავზე და თქვენ კიდევ ცოცხალი ხართ – ე.ი. ის თქვენს ხელშია.
36. წამგებიანი სიტუაცია გამოსადეგია გამოცდილებისთვის.
37. არ შეგეშინდეს იმის, ვინც ცდილობს გატეხოს შენი ნებისყოფა, რადგან ის თავად არის უნებო და სუსტი.
38. უგულებელყოფას მოაქვს გამარჯვება.
39. დათმობით შენ გადიხარ გამოცდებს.
40. დათმე, რათა შეასუსტო წინააღდეგობა.
41. არ ეცადო, იყო მოწინააღდეგეზე ძლიერი, ეძებე, სად არის მოწინააღმდეგე შენზე სუსტი.
42. მტრების ცნობა – ეს მათზე უპირატესობის ქონას ნიშნავს.
43. ყოველთვის ვერ გამარჯვებ, მაგრამ შეგიძლია გახდე დაუმარცხებელი. გამარჯვება დამოკიდებულია იმაზე, თუ რადენად დაუცველია მოწინააღდეგე. ხოლო წაგება დამოკიდებულია მხოლოდ შენზე.
44. ყოველთვის დაინახე მოწინააღდეგეში ადამიანი – ეს შენი უპირატესობაა.
45. სიამოვნება- სისუსტეა. დაგემოვნება და ძღომა-ორივე მათგანი სიამოვნებაა, მთავრია ერთმანეთში არ აურიო.
46. შენ იცი წესები, მაგრამ ვერასდროს გაიგებ ყველა წესს, რომლითაც სამყარო ცხოვრობს.
47. სამყარო მკაცრია, მაგრამ არა ბოროტი.
48. იყავი ყურადღებით. ზოგიერთები შენ განადგურებენ (არიან ადამინები, რომელთა გვერდით ყოფნაც შენ განადგურებს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ცუდი ადამიანები არიან. არიან ადამინები, რომელთა გვერდით ყოფნაც შენ გაძლიერებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი კარგი ადამიანები არიან. ყოველთვის წადი მეორე კატეგორიის ადამიანებისკენ, და თუ ეს არ გამოგდის, მაშინ საერთოდ უარი თქვი მეგობრობაზე).
49. განიცადე სიხარული იმით, რასაც შენ აკეთებ.
50. ცეცხლი, რაც უფრო უახლოვდები: ჯერ ანათებს, მერე ათბობს, ბოლოს კი წვავს.
51. ამ წუთას შენ უკვდავი ხარ, რადგან ჯერ არ მომკვდარხარ.
52. არ შეგეშინდეს წყევლის და არ გაიხადო მიზნად, შეგაქონ. არც ერთს და არც მეორეს სულისთვის არაფერი მოაქვთ.
53. თუ საკუთარ წარმატებას გაზომავ სხვისი შექებით, ან კრიტიკით, შეიქმნი შფოთვას და დაურწმუნებლობას.
54. არ იფიქრო, საით წახვიდე, როცა დაკიდებული ხიდის შუაში დგახარ.
55. გასაკეთებელი გააკეთე ახლა, შემდეგ ვეღარ გააკეთებ ასე კარგად.
56. არ თქვა, საით მიდიხარ, თქვი მხოლოდ, სად მისვლის იმედი გაქვს.
57. ბრძოლაში იყავი ფრთხილი, რათა არ გახდე ის, რის წინააღმდეგაც დაიწყე ბრძოლა.
58. მოიშორე ის საათები, რომლებმაც ჩამოკრეს 13-ჯერ, ნაცვლად 12-ისა  ( გაიხსენე 13 დარტყმის კანონი: თუ ერთხელაც საათმა ნაცვლად 12-ისა 13-ჯერ ჩამოკრა, ეს საათი გადააგდეთ, რადგან დიდი ალბათობით ისევ არასწორად იმუშავებს).
59. გადაჭარბებული სურვილი წარმოქმნის მის საპირისპირო შედეგს.
60. გადაჭარბებულ ძალისხმევას მოაქვს უკუშედეგი.
61. იყავი ბრძენი, თუ მოვლენის მსვლელბა გაძნელდა, შენ ვერაფერს ცვლი, მიუშვი! ყველაფერს სამყარო დააბალანსებს.
62. ნუ ბლოკავ პროცესს სასტიკი წინააღდეგობებით, დაე, ყველა მოვლენა თავისი გზით განვითარდეს.
63. არ დააჩქარო მოვლენები. მოვლენები დამოუკიდებლად უნდა განვითარდეს.
64. დუმილი – ძალის ყწაროა.
65. ისწავლე, დაბრუნდე შენს თავთან. პერიოდულად დაუბრუნდი მდგომარეობას.
66. დუმილი და გარემოს საღად შეგრძნება – ეფექტური ქმედების წყაროა.
67. დაე, სივრცემ აღმოაჩინოს შენი განწყობა – შენი ყოფის ძალის ადგილი.
68. მიისწრაფე, იყო გულწრფელად დაინტერესებული საკუთარი თავით.
69. სხვებს მსუბუქად მოუსმინე, მაგრამ ყველაზე გულდასმით საკუთარ შინაგან სიჩუმეს უსმინე. ეს მოგცემს საღად აზროვნების საშუალებას.
70. თუ შეიცანობ საკუთარ სიღრმეებს, შენ შეძლებ სხვების სიღრმეებში წვდომას.
71. როცა თავისუფლდების იმისგან, რაც შენ ხარ, ხდები, ის ვინც შეგიძლია იყო.
72. როცა თავისფლდები იმისგან, რაც გაქვს, მიიღებ იმას, რაც ყველაზე მეტად გჭირდება.
73. როცა საკუთარ თავში განადგურებას შეიგრძნობ, იცოდე: შენ ზრდის ახალი დონის ზღურბლთან დგახარ.
74. არაფერის ნდომით, ბევრს მიიღებ.
75. მიატოვე შთაგონების მცდელობები და ბუნებრივად შთამაგონებელი გახდი.
76. იყავი არსებობაში და არა მყოფადობაში.
77. დაიმახსოვრე სიბრძნე: გაეცი, რათა მიიღო.
78. იცოდე: უკიდურესი მცდელობები იძლევა უკუშედეგს,
79. როცა ქმნი, საკუთარ თავს კითხე: როგორი უნდა ვიყო მე ამისთვის? გასრულყოფილდი!
80. ის ვინც არსებობაშია, მას არაფრის კეთება არ უწევს, ყველაფერი თავისთავად კეთდება. მდუმარება.
81. იცოდე, სად დგეხარ და იცოდე, რისთვის დგახარ. ეს შენი საფუძველია.
82. არა თავდაცვა და არა თავდასხმა: დაე, შენი შეხება სამყაროსთან იყოს მსუბუქი.
83. გააცანი შენს თავს შენი მიზანი, რათა მას ამაოების გარეშე მიაღწიო.
84. შენ- პროცესის ნაწილაკი ხარ. ბუნებრივი პროცესები ძლიერი და ყოვლისშემძლეა, მათში ჰარმონია სუფევს.
85. როცა ქმედებაში არ ხარ, დაუსვი შენს თავს კითხვა: რა ხდება, როცა არაფერი არ ხდება?
86. არ არის განსხვავება „რა ხდება“-სა და „ეს როგორ ხდება“-ს შორის.
87. ისწავლე მორჩილება, რათა შემდეგ შეძელო სხვებს გაუძღვე.
88. შენი გავლენა იწყება შენი თავიდან და შემდეგ ვრცელდება, როგორც ტალღები წყალზე.
89. იყავი ნეიტრალური.
90. მიიღე ის, რაც ხდება, ამით შენ შეინარჩუნებ ძალას.
91. ძალაუფლების ფორმულა: დაანაწევრე დიდი პატარა ნაწილებად ძალისხმევის გარეშე. თუ გინდა მართო ბევრი, წარმოიდგინე, რომ მართავ ცოტას, დაინახე ერთ დიდში პატარა ნაწილები. ერთნაირი ადამინების მართვა უფრო ადვილია, ვიდრე სხვადასხვანაირების. ადამინებს, რომელთაც ერთი მიზანი აქვს, უფრო ადვილად მართავ, ვიდრე მათ, ვისაც არა აქვს ერთი მიზანი. ეფექტური მმართველობისთვის აუცილებელია ადამიანები გახადო ერთნაირები, მაგრამ ისინი რომ ერთნაირები გახადო, აუცილებელია თავიდან მათში ინდივიდები დაინახო.
92. იყავი მასპინძელი და არა სტუმარი. მასპინძელი – ის არის, ვისთანაც მიდიან, ის, ვისაც თხოვე და ის, ვინც რთავს ნებას, ან არ რთავს ნებას. სტუმარი – ეს ის არის, ვინც ითხოვს, ვინც მოდის. თუ შეხვედრა გარდაუვალია, მაშინ შეეცადე, დანიშნო ის შენს ტერიტორიაზე, დაე შენ იყო მასპინძელი. მაგრამ თუ გარდაუვლად შენ ხარ სტუმარი, გაცვალე პოზიციები, რადგან იყო მასპინძელი, ეს შინაგანი მდგომარეობაა.
93. მოკამათე-ყოველთვის მთხოვნელია, ყოველთვის „სტუმარი“. გაუცნობიერებლად ის ყოველთვის ითხოვს, რომ მის არგუმენტებს ინტერესით მოეპყროთ, ამიტომაც არის სტუმარი.
94. თავი აარიდე კამათს და ნუ მისცემ უფლებას, მოწინააღდეგეს ჩაგითრიოს მასში. არ გახდე სისულელის თანამონაწილე.
95. ვინც იწყებს კამათს, ის ავლენს სისუსტეს, როგორც მალული მთხოვნელი.
96. იფიქრე ძალაზე, რომელიც შენს უკან დგას, და ის ნამდვილად დადგება შენს უკან.
97. დარჩი მშვიდი ნებისმიერი შეტყობინების შემდეგ, არ დაემსგავსო მეფეს, რომელმაც შიკრიკი ცუდი ამბის გამო ჩამოახრჩო. სიმშივიდე- ძალაა, რომელსაც მთელი სამყარო ემორჩილება.
98. ისწავლე გაარჩიო შეუქცევადი და შექცევადი- და შენ ისწავლი დროის მართვას.
99. ისწავლე მიუწვდომელში არსებობა და შენი მასწავლებელი წყვიადიც კი გახდება, რომელშიც არაფერი ჩანს. ისწავლე ყველაფრის დაშვება.
100. არ ეძებო მასწავლებელი, ის გვერდითაა. შენი გზა- შენი მასწავლებელია, შეიგრძენი ის.
101. გაარჩიე მყარი და ცარიელი, გაარჩიე საყრდენი და არასაიმედო. განაცალკავე მყარი სიცარიელისგან შენს შიგნით.
102. ისწრაფე, შეიგრძნო შენი გზა.
103. თუ შენ გააცნობიერე შენი გზა, მაშინ წარმატებაც და წარუმატებლობაც ერთნაირად წაგწევენ წინ.
104. შენ არ შეგიძლია გაარჩიო წარმატება წარუმატებლობისგან, მანამ სანამ არ იცხოვრებ „ხვალამდე“.
105. შეცნობა ცოდნაზე მაღლა დგას.
106. იყავი აკურატული: ყოველი ჩვენგანი მართავს გარესამყაროს. ვიღაც ამას ცუდად აკეთებს, ვიღაც კარგად.
107. შენ თუ გთხოვენ, მაგრამ საპასუხო ნაბიჯის გადმოდგმა არ უნდათ, იცოდე, შენ მხოლოდ გთავაზობენ ამის გაკეთებას.
108. არ ითხოვო. არ იწუწუნო, არ გეშინდეს.
ზოგიერთ ლიტერატურაში დამატებულია 4 კანონი და ჯამში გამოდის 112 კანონი:
109. შენი მომავალი და შენი წარსულიც იქმნება ახლა.
110. ღმერთი ყოველთვის აქ და ახლაა.
111. ისწავლე „არა“-ს თქმა.
112. არსებული კანონები შეიძლება დაირღვეს მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, როცა სამყარო მოგვცემს მინიშნებას.
ეზოთერულ ლიტერატურაში ასევე ფართოდ არის გავრცელებული და გამოიყენება კანონები, რომლებიც იყოფა 9 ჯგუფად და რომელებშიც გაერთიანებულია 12-12 კანონი შემდეგი სქემით:
1. მენტალიზმის კანონი
2. ანალოგიის კანონი
3. ვიბრაციის კანონი
4. ურთიერთწინააღმდეგობის კანონი
5. ციკლურობის და რითმულობის კანონი
6. მიზეზის და შედეგის კანონი
7. ოქროს კვეთის კანონი
8. თავისუფალი ნების კანონი
9. ღვთიური სიყვარულის კანონი

http://geoastro.ge/ezoterika/320–108-.html

კომენტარები

სხვა სიახლეები