ალექსი პეტრიაშვილის მამიდა ნანა პეტრიაშვილი ძმიშვილს ახალი ოჯახის შექმნის გადაწყვეტილებას უწუნებს.
ნანა პეტრიაშვილმა ალექსი პეტრიაშვილის პოსტზე, სადაც პოლიტიკოსი საზოგადოებას ცოლის მოყვანის შესახებ ამცნობდა, შემდეგი შინაარსის კომენტარი დატოვა: „კარგად დაფიქრდი რას აკეთებ. თუმცა ყველაფერი მესმის“.
მამიდის კომენტარი ალექსი პეტრიაშვილმა უპასუხოდ არ დატოვა: „მეგონა მომილოცავდი მამიდა! თუმცა მეც ყველაფერი მესმის!“
შეგახსენებთ, რომ „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი წევრი ალექსი პეტრიაშვილი და ჟურნალისტი ეკა მიშველაძე ქორწინდებიან. ამის შესახებ საზოგადოებამ პეტრიაშვილის ფეისბუქის გვერდიდან შეიტყო. პოლიტიკოსმა ეკა მიშველაძესთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და იქვე დაწერა:
„დილა მშვიდობისა ყველას! ცუკერბერგის და საქართველოში მისი “წარჩინებული” მიმდევრების შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს! ყველაფერს ვიფიქრებდი და მოველოდი ამ დილით, მაგრამ ცუკერბერგნები მაგნები თუ იტყოდნენ ჩემი და ეკას მაგივრად ჩვენს სათქმელს, ნამდვილად არა! ამ ტექნოლოგიურ ოინობაში არის ორი რამ რაც მე არ მომწონს:
1. სტატუსი – in relationship! მინდა გამცნოთ, რომ საქმე გაცილებით უფრო სერიოზულადაა და შორს არის წასული! მე და ეკამ გადავწყვიტეთ, რომ შევუღლდეთ და ჩვენს შვილებთან ერთად შევქმნათ ერთი დიდი ლამაზი ბედნიერი ოჯახი!
2. ფოტო – კაი ხალხი, კაი მოგონებები, კაი დრო, მაგრამ ეს ფოტო კოლექტიურ ინ რილეიშენშიპის განცდას მიქმნის. ამიტომ დროებით, ვიდრე ახალი და სიტუაციის შესაბამისი ერთობლივი ფოტოები გვექნება აქვე გთავაზობთ ჩვენს ერთობლივ ფოტოს, რომელსაც თავისი ისტორია აქვს, მაგრამ ამაზე მოგვიანებით“.