ნუნუკა თამაზაშვილი ქართველ სპორტსმენებს მიმართავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლე ნუნუკა თამაზაშვილი ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილე ქართველ სპორტსმენებს მიმართავს.

როგორც თამაზაშვილი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე წერს, ის ქართველი ოლიმპიელების უდიდესი გულშემატკივარია. პრემიერის მეუღლეს სჯერა, რომ ქართველი სპორტსმენები ქვეყანას ასახელებენ.

”მეამაყება ამდენი ემოცია და ნათელი სახე… ისიც, რომ თბილისი პირველად, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძელია. მთელი კვირა სპორტის ნამდვილი ზეიმი გველოდება.

მჯერა, ქართველი სპორტსმენები ამჯერადაც გვასახელებენ. იცოდეთ, რომ მე თქვენი უდიდესი გულშემატკივარი ვარ…”, – წერს ღარიბაშვილის მეუღლე.

კომენტარები

სხვა სიახლეები