მამა ანთიმოზ ივერიელი ნასას მისამართით მორიგ პოსტს აქვეყნებს. „სასუფეველი (გაგრძელება თემისა ”მიმართვა ნასას”) მეორედ მოსვლის შემდეგ ზეციურ(მოზეიმე) ეკლესიაში, ანუ ახალსა ქალაქსა იერუსალიმში, მზე და მთვარე აღარ იქნება. იქ თვით სიყვარული იქნება მზე. მისი ნათელი მოეფინება ქალაქს. ვინც ღირსი გახდება ამ ქალაქის მოქალაქეობისა, მისთვის სარწმუნოება და სასოება განქარდება, დარჩება ოდენ სიყვარული, რამეთუ შეიქმნება მხილველი უფლისა და დიდებისა მისისა. წამი ან წუთი არ იქნება(მარადიულობასთან წამი ან წუთი რა მოსატანია), ღმერთის დიდებას რომ არ ჭვრეტდეს და არ ნეტარებდეს. უფალო! მომიხსენე სიყვარულის ქალაქსა შინა, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა. მაიმუნთა(ათეისტთა) ცივილიზაციას კი ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ ყველა გალაკტიკა. ნოდარ დუმბაძის ”თეთრი ბაირაღების” გოგოლისა არ იყოს რო უთხრეს, ციხე ქურდებისააო! გოგოლმა: ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ, ოღონდ აქედან გავიდეო“,-წერს ანქიმანდრიტი.