„ორი ვარსკვლავის“ ფინალისტის, დაჩი კოპაძის „პრაიმ ტაიმში“ დაბეჭდილმა ინტერვიუმ სოციალური ქსელი, შეიძლება ითქვას, ააფეთქა.
მოკლე კაბაზე, დეკოლტეზე და სხვა შეზღუდვებზე საუბარმა რაგბისტს, რბილად რომ ვთქვათ, ხეირი არ მოუტანა. მას მერე ტელეშოუებში ზის და ამტკიცებს, ამის თქმა არ მინდოდა, „ჩამიდესო“.
სპორტსმენი ახლა დუბაიში ისვენებს შეყვარებულთან ერთად. „პრაიმ ტაიმმა“ მოიპოვა ფოტო, სადაც რაგბისტი შეყვარებულთან ერთად საცურაო კოსტიუმში პოზირებს. როგორც ჩანს, შეყვარებულმა დაჩის მოკლე კაბაც გაუბედა, დეკოლტეც და საცურაო კოსტიუმიც.