„ქალს სახლში ჯდომა არ უნდა უწევდეს“

დედაქალაქის მერის მეუღლე თიკა თინიკაშვილი მიიჩნევს, რომ ქალმა პროფესიისა და დიასახლისობის შეთავსება უნდა შეძლოს.

„ბავშვისთვის ძიძა ავიყვანე. ძიძის ინსტიტუტს ყოველთვის მივესალმებოდი. ქალს სახლში ჯდომა არ უნდა უწევდეს, პროფესიისა და დიასახლისების შეთავსებას უნდა ახერხებდეს. ძალიან რთულია, ორ საქმეს თავი წარმატებით  გაართვა, ამიტომ დამხმარეა საჭირო. ვცდილობ შვილები ერთმანეთისგან არ გამოვარჩიო და მოზრდილებმა ნაბოლარაზე არ იქჭვიანონ. ლიტერატურას გავეცანი, ფსიქოლოგები ხაზგასმით აღნისნავენ, რომ თუ შვილს მშობლებისგან ყურადღეწბა აკლია, ხშირად არაადეკვატური გზით ცდილობს მათი ყურადღების მიქცევას“, – ამბობს თინიკაშვილი ჟურნალ „რეიტინგთან“ საუბრისას.

წყარო: რეიტინგი

კომენტარები

სხვა სიახლეები