ზოდიაქოების ტანჯვა

ვერძი მანქანას ვერ ძრავს და იმდენი მუშტი დაარტყა საჭეს, სულ მოანგრია და თანაც იცის, რომ ვერსად წავა.

კურო საოცნებო ნუგბარს შეექცევა, ამ დროს იღვიძებს და იცის, რომ სახლში მარტოა და საჭმელი არაფერია!
ტყუპები სტრიპ.ბარშია და მესამე გაფრთიხლებას იღებს – შეხება არ შეიძლება!

კირჩხიბი სულ მარტოა და საკუთარ თავს ელაპარაკება.

ლომმა საკუთარი თავის რწმენა დაკარგა და, როგორც კი მიხვდა, მასზე უკეთესი ადამიანებიც არსებობენ, სამყაროს რწმენაც დაკარგა.

ქალწულს გამვლელმა მანქანამ ტალახიანი წყალი შეასხა და შარვალს ლაქას ვერ აშორებს.

სასწორი ყვავილების გამყიდველმა მოატყუა და ორსაათიანი საუბრის შემდეგ, რომანტიკული საღამოსთვის ნახევრად დამჭკნარი ყვავილები მიასაღა.

მორიელი ზედმეტად ბედნიერი იყო და უცებ მიხვდა, რომ ეს ბედნიერებაც დასრულდებოდა, ამიტომ უბედურია.

მშვილდოსანი ნაღრძობი ფეხით დასეირნობს და აუტანელ ტკივილებს იტანს, მაგრამ მთელი ჯოჯოხეთი ის არის, რომ სახლში მალე უნდა დაბრუნდეს და სახვევები დაიდოს ფეხზე.

თხის რქას კარიერული წინსვლის პერსპექტივა მოესპო და მთელი სამყარო შესძულდა.

მერწყული 20 წუთია სელფებს იღებს და ეკრანზე არაფერი ჩანს.

თევზები უყურებდა, როგორ გადახტა წყალში ხიდზე მდგომი ადამიანი და როცა საშველად წყალში ჩახტა, მიუხედავად იმისა, რომ ცურვა არ იცოდა, ხელის ფორთხვით მიუახლოვდა და იმის გადასარჩენი გახდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები