ზოდიაქოები ქარბუქში

 

1. ვერძმა პირდაპირ ქარბუქის საწინააღმდეგოდ დაიწყო სიარული. გადადგამს ნაბიჯს, გაჩერდება, გადადგამს ნაბიჯს, გაჩერდება. ბოლოს დაძაბულობისგან თხილამურებს მოიშვლიპავს და მოისვრის. “ეს სიო მე ვერაფერს დამაკლებს”, – ჩაიბურტყუნებს თავისთვის და ქარბუქში შევარდება.

2. კურომ დაიწყო სწორი სტრატეგიის შემუშავება და ქარს ფერდობზე გაშენებული ტყისკენ წააღებინა თავი, მერე რომელიღაც ნაძვს მიენარცხა და სვებედნიერმა სასწრაფოდ ამოიღო ჯიბეში დეფორმირებული ნამცხვარი, მყუდროდ მოთავსდა და თავის თავს უთხრა -“ჭამა გადაგარჩენს”;

3. ტყუპები ქარს გაყვა, იმ მიმართულებით, სადაც მის მიერ შენიშნული პიროვნება ცდილობდა სტიქიასთან გამკლავებას. სამი დღეა მისი გაცნობა ვერ მოახერხა და ახლა ხელსაყრელი შემთხვევა მიეცა. რიგიანად მიეჯახა, თვალებში ჩახედა და უთხრა – ახლა დავრწმუნდი, რომ ბედისწერა არსებობს!

4. კირჩხიბი ჯერ მამაცურად იტანდა ქარბუქს, თან მეგობრებზე ზრუნავდა, ყველას მოუწოდებდა, მედგრად ყოფილიყვნენ. როგორც იქნა, ქარი ჩადგა. კირჩხიბმა რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ გული აუჩუყდა, თოვლში თავი ჩაყო და აბღავლდა;

5. ლომი, თუ სიმართლე გნებავთ, ერთი – ორჯერ ჩაემხო თოვლში და აქეთ-იქით ხელების ქნევა დაიწყო. როცა ქარი ჩადგა, მკერდზე ჩამოკიდებული სიმბოლო მოიდღლიზა და ყველას დასანახად განაცხადა – “რამდენი ვეძებე ეს ოხერი! რა სისულელეში დავკარგე ამდენი დრო!”

6. ქალწულს ქუდი მოსძვრა და თმა გაეჩეჩა. გაბრაზებულმა სცადა ჯიბიდან ყოველი შემთხვევისთვის გამოყოლებული სავარცხელი ამოეღო, მაგრამ ამ დროს ქარმა დაჯაბნა და თოვლში ჩაამხო. ქალწულს თმა დაუსველდა და სვებედნიერმა გადაიტკეპნა: “როგორც იქნა!”

7. სასწორი ერთი-ორჯერ შეაქანა ქარმა და რომანტიკულ განწყობაზე მოვიდა: თოვლი მოვიდა, ო, არა თეთრი, სულ სხვანაირი თოვლი… ამ დროს გაიფიქრა – ფუჰ, რა ჯანდაბაა, ქარზე უნდა მეთქვაო და განგრძო – ქარი ქრის, ქარი ქრის, ქარი ქრის… მერე გაახსენდა, რომ სტროფი ფოთლებზე გრძელდებოდა და გაჩუმდა.

8. მორიელმა შემთხვევით ისარგებლა და როცა ქარმა უკან წაიღო, მთელი ძალით იდაყვი უთავაზა მუცელში თავის უტიფარ მეზობელს, რომელიც სამი დღეა ძილს უფრთხობდა. ის მოიკლაკნა ტკივილისგან. როცა ქარი ჩადგა, მორიელი მიბრუნდა და ეუბნება – თქვენ ხელმეორედ დაბადების რიტუალს ატარებთ თუ წინაპართა სულებს იძახებთ, რატომ იგრიხებით ასე?

9. მშვილდოსანი ქარს გაჰყვა, მერე ჰაერში ამოტრიალდა და გაუგებრად დაიყვირა… დაახლოებით ასე ერთობოდა 3 წუთი. მერე დამწუხრებული სახით გახედა სხვებს და იკითხა: ქარიშხლიანი ადგილები არავინ იცით? ნეხვატკაში” დამტოვა;

10. თხის რქამ ქარბუქის ამოვარდნა იგრძნო თუ არა, მეგობრები შეკრიბა, რაღა უნდა გითხრათო, თვითონ შუაში მოექცა და ამბობს – აკუსტიკა ძალიან უსუსურია, ცოტა ახლოს შეჯგუფდით, რომ ყველაფერი გაიგონოთ.

11. მერწყული თოვლზე იწვა და მზის აბაზანებს იღებდა, ამ დროს ქარმა დაატრიალა და თოვლის გუნდად აქცია. მერწყულმა თოვლიდან თავი ამოყო და დაიძახა – მეგობრებო, აქეთ! ეს იყო პირველი სელფი მერწყულის ისტორიაში, რომელიც სხვამ გადაიღო.

12. თევზებმა სასწრაფოდ მიმოიხედა და გადარჩენის მიზნით გადაეფარა თოვლში წაქცეულ მეზობელს, რომელსაც სუნთქვა შეეკრა და რადგან ქარიშხალმა თევზიც მიანარცხა, დარეტიანდა. თევზი: ნუ გეშინიათ, ქარბუქი მალევე ჩადგება, მთავარია, ღრმად ისუნთქოთ! თქვენ რა არ სუნთქავთ! ო, ღმერთო! ო, ღმერთო!

კომენტარები

სხვა სიახლეები