ზოდიაქოები აღსარებაზე

1. ვერძმა გადაწყვიტა, ბევრი არ ეწვალა, ფურცელზე ჩამოწერა ათი მცნება და ყველა გადახაზა. მამაო: თქვენ ყველაზე დიდი ცოდვა ჩაიდინეთ, შვილო ჩემო, თქვენ ამ წითელი ფანქრით ღმერთი უარყავით! ვერძი დაფიქრდა და უპასუხა: წინა მოძღვარს ოთხი მცნება გადავუხაზე და მითხრა, ამაზე დიდ ცოდვას ვერ ჩაიდენთო, ჰოდა რეზულტატი!

2.კურო ჩუმადაა, მოძღვარს უყურებს. მამაო: გისმენთ! კურო: წუხელ რესტორანში ვიყავი. მამაო: ხორცს ნუ გაანებივრებ, შვილო ჩემო! კურო: საქმე ეს არ არის. მათხოვარი შემოიპარა და ჩემი თეფშიდან ტორტი აიღო. მამაო: აუგად მოიხსენიეთ? კურო: არა, წავართვი.

3. ტყუპები: ღალატში მამხილეს. მამაო: მთავარია, გულით მოინანიოთ, უფალი მოწყალეა. ტყუპები: უფალი კი მოწყალეა, მაგრამ მე არ ვნანობ და როგორ მოვიქცე, მამაო?

4. შავებში ჩაცმული კირჩხიბი: მოვკალი! მამაო: შვილო ჩემო, ამოითქვით სული და მიამბეთ, რა მოხდა. კიბო: მოვკალი! აფორიაქებული მამაო: აფექტში იყავით, თუ აცნობიერებდით, რასაც სჩადიოდით? კიბო: აფექტში. მამაო: მკვლელობა რითი ჩაიდინეთ? კიბო: სიტყვებით. ისეთი საშინელი ფრაზები მივაძახე, მან კი ისე შემომხედა, მივხვდი, რომ მკვდარი იყო!

5. ლომი : რაც მე ჩავიდინე, ეს ნაწილობრივ არც იყო ცოდვა. მამაო: ნაწილობრივ? ლომი: თუ ღმერთს აქვს თავისი არგუმენტები, მეც ხომ მაქვს საკუთარი! ჩემი გადმოსახედიდან უნდა მეცემა. მამაო: როგორ თქვენ ხელი აღმართეთ ადამიანზე? ლომი: მან, იმდენი დააშავა, ვიფიქრე, ცოდვებს გამოვასყიდინებ-მეთქი, სხვა არაფერი ყოფილა!

6. ქალწული: მე ვცადე, საკუთარი ვნებები დამეთრგუნა. მთელი ეს წლები ასკეტიზმში გავატარე. მამაო: რა შესცოდეთ? ქალწული: ჯერ არაფერი, უბრალოდ მინდოდა მცოდნოდა, რა შეგრძნება მექნებოდა, რომ შემეცოდა, აქ ამიტომ მოვედი.

7. სასწორი: დამნაშავე ვარ, მამაო, უნდა შემინდოთ, გულუბრყვილობით დამემართა, სიყვარულმა შემაცდინა. მამაო: რა ჩაიდინეთ, შვილო ჩემო? სასწორი: აღთქმა დავდე, რომ არასოდეს შევხვდებოდი და შევხვდი. მამაო: დაოჯახებულია. სასწორი: არა. მამაო: შეაცდინეთ? სასწორი: ეს მან შემაცდინა! მითხრა: “მამა ღმერთივით იღიმიო” და მე უგნურება ჩავიდინე, ნაცვლად იმისა, რომ გამეკიცხა ჩავეხუტე.

8.მორიელი: მუდმივად სიკეთესა და ბოროტებას შორის ვიმყოფები. მამაო: რწმენა არ გყოფნით, ქრისტეს მოძღვრება დაიცვათ, სუმლდაბლობას ნუ მიეცემით! მორიელი ხელს აიკაპიწებს და სახეში გაარტყამს. მამაო ლოყაზე ხელს აიფარებს და გალანძღავს: რა სჩადით, თქვენ რა შეურაცხადი ხართ! ახლავე წადით აქედან! მორიელი ჩაიცინებს: ანაფორიანო, შენ ხომ ისე იცავ ქრისტეს მოძღვრებას, პირდაპირ შემშურდა!

9. მშვილდოსანი: იცით, თქვენ რომ წინა აღსარებაზე სასჯელის სახით ლოცვების წაკითხვა მთხოვეთ, ვიწყებ და ბოლომდე ვერ ჩავდივარ. მამაო: რა გიშლით ხელს? მშვილდი: სულ იმაზე ვფიქრობ, რა სულელური სასჯელია- მეთქი და მეცინება.

10. თხის რქა პირდაპირ სათქმელზე გადავა: ქრისტიანად მოვინათლე! მამაო: დიდი მადლია, შვილო ჩემო! რა შესცოდეთ ის მომიყევით. თხის რქა: გავიგე, ღმერთი გვიან მობრუნებულ ცოდვილებს ყველაფერს პატიობსო და ამიტომ უარვყავი ათეიზმი! თუ ღმერთი არსებობს, ეს შეცოდება უნდა შემინდოს!

11. მერწყული: ჩემს საყვარელ ადამიანს ვუთხარი, მძულხარ-მეთქი. მამაო: ღმერთი მოწყალეა, თქვენი მტერიც უნდა გიყვარდეთ, არათუ მოყვასი! შეგინდოთ უფალმა. მერწყული წავა და 15 წუთში უკან ბრუნდება: მე მგონი, არ მძულს, მამაო, საშინელი ცოდვა ჩავიდინე, ვიცრუე თქვენს წინაშე!

12. თევზები დაჩოქილი შეჰყურებს და არაფერს ამბობს. მამაო: გისმენთ, შვილო ჩემო! თევზები ისევ უყურებს და არაფერს ამბობს. მამაო, მოთმინებით: გისმენთ! თევზები ისევ უყურებს. მამაო: თუ მეტყველების უნარი არ გაქვთ, გთხოვთ, აქ ჩამოწეროთ. მიაწვდის ფურცელს. განრისხებული თევზები გადახევს და ეუბნება: თქვენ არ ამბობდით, თვალებითაც შემიძლია ჩემი მრევლის ცოდვების წაკითხვაო! ნუთუ ტყუილი თქვით, მამაო!

კომენტარები

სხვა სიახლეები