რუსი მოდელი, ფეხბურთელ კრიშტიანო რონალდოს საცოლე ირინა შეიკი “ინსტაგრამის” პირად გვერდზე მეგობრებს აღდგომას ორიგინალურად ულოცავს. მოდელი საცვლებითა და კურდღლის ნიღბით ხატის ფონზე პოზირებს.
“გილოცავთ აღდგომას”, – წერს ფოტოს აღწერაში შეიკი.
უცნობია, კათოლიკურ სააღდგომო ბაჭიაზე სურდა ამ ფორმით ხაზგასმა მოდელს თუ Playboy-ს ლოგოზე, მაგრამ მილოცვა, აშკარად, განსხვავებული გამოვიდა.
წყარო: http://www.ambebi.ge