სუპერდიეტა: კვება 2 საათში ერთხელ და 6 დღეში მინუს 6 კგ

მოდის თხელი სამოსის ჩაცმის სეზონი და შესაბამისად, არავის გვჭირდება შესამჩნევი ზედმეტი კილოგრამები.
დიეტა, რომლის მიხედვითაც 2 საათში ერთხელ ვიკვებებით და მხოლოდ 6 დღე ვიცავთ, სწრაფად მოგვაშორებს ზედმეტ კილოგრამებს.

მაშ ასე:

8.00 – ფინჯანი ჩაი/ყავა უშაქროდ;

10.00 – 200 გრ უცხიმო ხაჭო;

12.00 – 200 გრ მოხარშული ხორცი;

14.00 – 1 მოხარშული კვერცხი;

16.00 – 1 ჭიქა ტომატის წვენი;

18.00 – 1 ვაშლი;

20.00 – ერთი ჭიქა კეფირი;

6 დღის განმავლობაში მიიღეთ რაც შეიძლება მეტი წყალი, ჩაი და ყავა შეუზღუდავად (ოღონდ უშაქროდ). საკვები შეგიძლიათ მარილით შეანელოთ. ფაქტობრივად, არ გშიათ, რადგან 2 საათში ერთხელ იკვებებით. ცოტა შეიძლება გაგიჭირდეთ პირველი დღე.

ალტერნატივა:

8.00 – ყავა, ჩაი.

10.00 – მოხარშული კვერცხი;

12.00 – მდნარი ყველი ჩაით;

14.00 – მოხარშული ქათმის ან ძროხის ხორცი, თევზი.

16.00 – ვაშლი;

18.00 – მოხარშული კვერცხი;

20.00 – ერთი ჭიქა კეფირი, ტომატის წვენი.

წყარო: მარაო

კომენტარები

სხვა სიახლეები