ირანში დააკავეს სექტის ლიდერი, რომელიც თავს იესო ქრისტედ ასაღებდა

ირანის იეზდის პროვინციაში სამართალდამცველებმა დააკავეს სექტის დამფუძნებელი, რომელიც საკუთარ თავს იესო ქრისტედ ასაღებდა. ინფორმაციას სააგენტო Mehr ავრცელებს.

იეზდის პროვინციის პროკურორის, მეჰდი ჰასანპურის განცხადებით, სექტის ლიდერი თავდაპირველად ამტკიცებდა, რომ „ღმერთის რჩეული“ იყო, მოგვიანებით კი საკუთარი „ღვთაებრიობის“ შესახებ დაიწყო საუბარი და თავს იესო ქრისტესთან აიგივებდა.

პროკურორის თქმით, იგი მიმდევრებს სხვადასხვა ცრურწმენას უნერგავდა, აიძულებდა უჩვეულო ასკეტური პრაქტიკების შესრულებას და მათ საკუთარი ინტერესებისთვის იყენებდა.

ირანული მხარის ინფორმაციით, სექტის წევრები ყურანს წვავდნენ, მუსლიმთა წმინდა ადგილებს შეურაცხყოფას აყენებდნენ,  სასულიერო პირებს შეურაცხყოფდნენ და ასევე ისრაელის ირანზე გამარჯვებისთვის ლოცულობდნენ.

სამართალდამცველებმა ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სექტასთან დაკავშირებული კიდევ სამი პირი დააკავეს, რომლებიც ორგანიზაციაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ.

კომენტარები

სხვა სიახლეები